სტრუქტურული ცვლილებები „ევროპულ საქართველოში” | 10.02.2021

“ევროპულ საქართველოში” სტრუქტურული ცვლილებები იგეგმება. ინფორმაციას პარტიაში ადასტურებენ. ამბობენ, რომ პარტიიდან არავინ მიდის და პოზიციები პარლამენტში არშესვლის თაობაზე უცვლელია. განმარტავენ,  რომ არჩევნების შემდეგ ცვლილებების განხორციელება პარტიის გაძლიერებისა და გაუმჯობესებისთვის მნიშვნელოვანია. მათი თქმით, ამ ეტაპზე არანაირი პერსონალური საკადრო ცვლილებები დაგეგმილი არ არის. ინფორმაციას, თითქოს პარტიას დავით ბაქრაძე ტოვებს, უარყოფენ. ცვლილებების კვირის ბოლომდე გახდება ცნობილი. შეგახსენებთ, ცენტრალური საარჩევნო კომისიის შედეგების მიხედვით, “ევროპულმა საქართველომ” 2020 წლის არჩევნებში ამომრჩეველთა ხმების 3,79% მიიღო.