გახდება თუ არა “ქართული ოცნების” ახალი შეთავაზება ოპოზიციის პარლამენტში შესვლის მიზეზი | 10.02.2021

გახდება თუ არა “ქართული ოცნების” ახალი შეთავაზება ოპოზიციის პარლამენტში შესვლის მიზეზი. მმართველი გუნდის ინიციატივა 2024 წლისთვის ბარიერის 0-დან 3 %-მდე დაწევასთან დაკავშირებით ზოგიერთი ოპოზიციური პარტიისთვის საინტერესო აღმოჩნდა. მაგალითად, “გირჩის” ერთი განაყოფი არ მალავს, რომ თუ მოლაპარაკების მაგიდაზე მსგავსი შეთავაზება დაიდება ისინი პარლამენტში შევლენ და ცვლილებას მხარს დაუჭერენ.  ალექსანდრე რაქვიაშვილი დარწმუნებულია, რომ “ოცნების” ახალი შეთავაზების ინიცირების შემთხვევაში “გირჩთან” ერთად პარლამენტში სხვა ოპოზიციური პარტიებიც შევლენ.

მმართველი გუნდის პოლიტიკურ სატყუარაზე წამოგებას არ აპირებს დანარჩენი ოპოზიცია.  ბოიკოტის რეჟიმში მყოფი პარტიების ლიდერები აცხადებენ, რომ “ქართული ოცნების” ინიციატივა ახალი არ არის და ეს საკითხი მოლაპარაკების მაგიდაზე აქამდეც იდო, თუმცა მმართველი პარტია ახლა ამ თემას ოპოზიციის და პირველ რიგში “გირჩის” პარლამენტში შეტყუებისთვის იყენებს. ოპოზიცია ამბობს, რომ ბარიერის დაწევა მათთვისაც მნიშვნელოვანია, თუმცა პარლამენტში მხოლოდ იმ შემთხვევაში შევლენ, თუკი “ქართული ოცნება” მათ მთავარ მოთხოვნებს დააკმაყოფიელბს.

“ქართული ოცნება” კი რომელსაც ამ ცვლილებისთვის პარლამენტში კონსტიტუციური უმრავლესობა სჭირდება მოუწოდებს ოპონენტებს მიიღონ მათი შეთავაზება, შევიდნენ პარლამენტში და შეუერთდნენ სამუშაო ჯგუფის მუშაობას, რათა ბარიერის დაწევასთან დაკავშრებული საკიხთი დარეგულირდეს.

შევლენ თუ არა პარლამენტში ოპოზიციის ცალკეული ლიდერები “ქართული ოცნების” შეთავაზების სანაცვლოდ უცნობია. ბარიერის 0-დან 3%-მდე დაწევისთვის საკონსტიტუციო ცვლილებაა საჭირო, თუმცა ამისთვის საკანონმდებლო ორგანოში საკმარისი დეპუტატი არ არის. იმ შემთხვევაში თუ ოპოზიცია პარლამენტში შესვლაზე უარს იტყვის “ოცნების” ახალი ინიციატივა ჩავარდება.