ტრანსპორტის აღდგენიდან დღემდე, პირბადის ტარებასთან დაკავშირებით 3 790 მგზავრს გაფრთხილება მიეცა | 10.02.2021

ტრანსპორტის აღდგენიდან დღემდე, პირბადის ტარებასთან დაკავშირებით 3 790 მგზავრს გაფრთხილება მიეცა. 524 მგზავრი კი საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობას პირბადის გარეშე შეეცადა. რეგულაციების დაცვის სტატისტიკის შესახებ თბილისის მერმა დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე ისაუბრა.

დღევანდელ  სხდომაზე მერმა მეტროსადგურ გოცირიძის სარეაბილიტაციო სამუშაოებზეც ისაუბრა და განმარტა, რომ პროცესი  სამ თვეში დასრულდება, მანამდე  კი სადგურზე მატარებლები გააუჩერებლად გაივლიან. მერმა დღევადელ სხდომაზე ასევე აღნიშნა, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობის აღდგენის პარალელურად  თბილისში ზონალურ-საათობრივი პარკირებაც  ამოქმედდება. მძღოლებს  პარკირების საფასურის გადახდა ისევ მოუწევთ.

მთავრობის სხდომაზე მერმა ახალი პარკებისა და მულტიფუნქციური სივრცეების მოწყობაც დააანონსა.  ახალი რეკრეაციული სივრცე მოწეყობა თემქაზე. ასევე სპორტის სასახლის მიმდებარე ტერიტორიაზეც. კახა კალაძე აპირებს ე.წ. ბარაკების აღებას და ამ ტერიტორიაზე სკვერის მოწყობას.

ახალი ამბები

საინტერესო ფაქტები