ეპიდემიოლოგიური ვითარება ქვეყანაში – როდის შემოვა ვაქცინა და ვის აცრიან პირველ რიგში | 10.02.2021

კორონავირუსის დადებითობის მაჩვენებელი ისევ 3%-ს ჩამოცდა. ბოლო დღე-ღამეში ინფექცია საეჭვო სიმპტომების მქონე 18 244 ადამიანიდან მხოლოდ 544-ს დაუდგინდა. ინფიცირების საერთო რაოდენობა 263 601-მდე გაიზარდა. 24 საათში COVID-19 669 პაციენტმა დაამრცხა, ხოლო გარდაცვლილთა რიცხვი 5-ით გაიზარდა. ჯამში COVID-19-ით 3 311 პირია გარდაცვლილი. ყველაზე მეტი 226 შემთხვევა ისევ დედაქალაქში ფიქსირდება.

სკოლაში 15 თებერვლიდან სწავლის ონლაინ ფორმატით გაგრძელების მსურველთა რეგისტრაცია დღეიდან იწყება. ყოველ ოთხშაბათს მშობელს საშუალება ექნება დაარეგისტრიროს მოსწავლე შესაბამის ვებგვერდზე. ასევე განცხადებით უნდა მიმართოს სკოლის ადმინისტრაციას.  თუ როგორ დაიცავენ სკოლები რეგულაციებს, ამას შრომის ინსპექცია დააკვირდება. სასწავლო დაწესებულებები ვალდებულები არიან, თანმშრომლებს ინტენსიური ტესტირება ჩაუტარონ. მეხუთედან მე-12 კლასების ჩათვლით მოსწავლეები  კი გაკვეთილებს  პირბადეებით დაესწრებიან.

თებერვლის ბოლომდე ქვეყანაში “ფაიზერის” ვაქცინა უნდა შემოვიდეს, რომლითაც 15 000-მდე სამედიცინო სფეროს წარმომადგენელი აიცრება. ფაიზერის შემდეგ “ასტრაზენეკას” შემოტანა იგეგმება, თუმცა რაოდნეობა და ზუსტი თარიღები ჯერ ისევ უცნობია.

მსოფლიოში გასული კვირის განმავლობაში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევები წინა კვირასთან შედარებით 17%-ით შემცირდა. ჯანმოს ინფორმაციით, შემცირებული მაჩვენებელი, შეზღუდვების დაწესებას უკავშირდება.  კორონავირუსთან დაკავშირებით გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობა პირველ ივნისამდე გაახანგრძლივა საფრანგეთმა. კორონავირუსის მუტაციის გამო, სრული ლოკდაუნის რეჟიმი 11-დან 28 თებერვლამდე იმოქმედებს საბერძნეთის დედაქალაქ ათენსა და ატიკის რეგიონში მკაცრი. მკაცრი ლოქდაუნის შემსუბუქების წინააღმდეგია გერმანიის კანცლერი. საკარანტინო რეგულაციები გაამკაცრეს გაერთიანებულ სამეფოშიც. მსოფლიოში ბოლო მონაცემებით ინფიცირებულთა რაოდენობა 107 მილიონზე მეტია, მათგან 2 მილიონ 300 000-ზე მეტი გარდაცვლილია, ხოლო 79 მილიონზე მეტმა ინფექცია დაამარცხა.

ახალი ამბები

საინტერესო ფაქტები