შსს-მ დაუმოჩილებლობის აქციის მონაწილეების დაჯარიმება დაიწყო | 09.02.2021

შინაგან საქმეთა სამინისტრო დაუმოჩილებლობის აქციის მონაწილეების დაჯარიმებას იწყებს.  სამოქალაქო აქტივისტები და რიგითი მოქალაქეები 6 თებერვლის ღამეს კომენდანტის საათის  გაპროტესტებისთვის და დარღვევისთვის ისჯებიან. როგორც მოძრაობა საქართველოს აქტვისტები ამბობენ, სამართალდამცავები მოძრაობის მხოლოდ 4 აქტივისტს დაუკავშირდნენ, რაც მათი შეფასებით შერჩევეითი სამართალია და აქტივისტებს შორის  შუღლის გაჩენას ემსახურება.

დაუმორჩილებლობის აქციაში  მონაწილეობისათვის შინაგან საქმეთა სამინისტრო  დაუკავშირდა მოძრაობა “სირცხვილიას” წევრებსაც. როგორც გიგა მაქარაშვილი ამბობს, სამართალდამცავების მიერ გამოწერილი ყველა ჯარიმა არაკონსტიტუციურია,  რადგან  მისი თქმით, თავად მთავრობაა არალეგიტიმური. მოძრაობა “სირცხვილიას’ აქტივისტები  ჯარიმების გადახდას არ აპირებენ.

კომენდანტის საათის დარღვევის გამო დააჯარიმეს  პოლიტიკური პარტიის წევრებიც.  “ლელო საქართველოსთვის” წევრი ირაკლი კუპრაძე ამბობს, რომ დაუმორჩილებლობის ღამეს ისინი იმ სისტემის წინააღმდეგ წავიდნენ, რომელიც  ხალხს კონსტიტუციურ უფლებებს  უზღუდავს.

6 თებერვალს პარლამენტის შენობასთან  მოძრაობა “სირცხვილიას” ორგანიზებით დაუმორჩილებლობის აქცია გაიმართა. აქციაზე მოქალაქეების და ბიზნეს სექტორის ის ნაწილი მივიდა, ვისთვისაც მთავრობის შეზრუდვები მიუღებელია. მთავარი მოთხოვნა კომენდანტი საათის გაუქმება იყო, სწორედ ამიტომ  აქციის მონაწილეებმა ეს შეზღუდვა დემონტრაციულად დაარღვიეს და მთელი ღამის განმავლობაში სხვადასხვა ლოკაციებზე მსვლელობით მივიდნენ.

ახალი ამბები

საინტერესო ფაქტები