კორონავირუსის გამო დაწესებული რეგულაციების ნაწილი მოხსნილია | 08.02.2021

კორონავირუსის გამო დაწესებული რეგულაციების ნაწილი მოხსნილია. ორთვიანი პაუზის შემდეგ, დღეიდან  მოქალაქეები საზოგადოებრივი ტრანსპორით სარგებლობას შეძლებენ.  ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით, მგზავრებს  გადაადგილება  ავტობუსებით, მიკროავტობუსებითა და მეტროს საშუალებით შეეძებათ.  თუმცა შაბათ-კვირის დღეებში მუნიციპალური ტრანსპორტი კვლავ მიუწვდომელი გახდება. ძალაში რჩება აკრძალვა საქალაქთაშორისო ტრანსპორტზეც.

კოვიდრეგულაციების ეტაპობრივად შემსუბუქრბის ფარგლებში, სავაჭრო ცენტრების შემდეგ მუშაობის უფლება  ღია და დახურულ ბაზრობებს მიეცათ.  არაერთი აქციის შემდეგ გარემოვაჭრეები მუშაობას დღეს,  მკაცრი რეგულაციების დაცვით, დაუბრუნდნენ, თუმცა მათ   კვირის  უქმე დღეებში მუშაობა ისევ ეკრზალებათ. მოვაჭრეებისთვის მთავარ პრობლემად ახლა შაბათ- კვირას დაწესებული ეს შეზრუდვა რჩება, თუმცა ამბობენ საარსებო მინიმუმის საშოვნელად  საწყის ეტაპზე ესეც საკამარსია.

რეგულაციენის  ნაწილი მოხსნილია, თუმცა  შაბათ-კვირას  დაწესებული შეზღუდვები მოქალაქეების დიდი ნაწილისთვლის გაუგებარია.  თვლიან, რომ  შეზღუდვა დისკრიმინაციულია და მთავრობის ამ გადაწყვწტილებით ის ადამიანები იჩაგრებიან, რომლებიც კვირის სხვა დღეებში მუშაობენ.