ზურაბ ჯაფარიძემ სადეპუტატო მანდატის გაუქმების მოთხოვნით საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართა | 08.02.2021

ზურაბ ჯაფარიძემ სადეპუტატო მანდატის გაუქმების მოთხოვნით საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართა. “გირჩი – მეტი თავისუფლების” ლიდერი აცხადებს, რომ ადამიანის პარლამენტში იძულებით შეყვანა არაკონსტიტუციურია ამიტომ სასამართლოს სარჩელით მიმართა. ჯაფარიძის თქმით,  იმის გამო რომ პარლამენტმა მას მანდატი არ გაუუქმა, დეკლარაციის ჩაბარებას სთხოვენ, წინააღმდეგ შემთხვევაში ჯარიმის დაკისრებით ემუქრებიან.