ბოლო 24 საათში ქვეყანაში კორონავირუსს კიდევ 15 ადამიანი ემსხვერპლა | 08.02.2021

ბოლო 24 საათში ქვეყანაში  კორონავირუსის 204 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, საერთო ჯამში, ინფიცირებულთა რაოდენობამ ქვეყანაში 262 ათას გადააჭარბა. ინფექციას კიდევ 15 ადამიანი ემსხვერპლა და  გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა 3298-მდე გაიზარდა. ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა  6593 კვლევა.  ამ ეტაპზე ინფიცირების ყველაზე მეტი შემთხვევა კვლავ თბილისში ფიქსირდება. კორონავირუსით ინფიცირებულებს შორის მძიმე პაციენტად  499 პირი ითვლება.