პარლამენტის თავმჯდომარე ოპოზიციას მოუწოდებს საკუთარი ბრალდეებები ფაქტებით დაადასტურონ | 08.02.2021

31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემსწავლელი საგამოძიებო კომისიის შექმნის შესახებ პარლამენტი უახლოეს სხდომაზე იმსჯელებს. ამასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება დღეს, ბიუროს სხდომაზე მიიღეს. პარლამენტის თავმჯდომარემ ოპოზიციას მოუწოდა პასუხისმგებლობა აიღონ, კომისიის საქმიანობაში ჩაერთონ და 31 ოქტომბრის არჩევნების მიმართ საკუთარი ბრალდებები ფაქტებით დაადასტურონ. წინააღმდეგ შემთხვევაში არჩილ თალაკვაძის განცხადებით მმართველი გუნდი ჩათვლის, რომ ბრალდებები არჩვენების გაყალბებასთან დაკავშირებით აღარ არსებობს. “ქართული ოცნების” წევრი სოზარ სუბარი კი ინიციატივით გამოვიდა, რომ საგანმოძიებო კომისიამ არჩევნებთან დაკავშირებული ყველა ის საჩივარი გამოითხოვოს, რომელზეც ოპოზიცია აცხადებს, რომ სასამართლოებმა არ განიხილეს.

ოპოზიცია კი საგამოძიებო კომისიაში ჩართვის აზრს ვერ ხედავს.  აცხადებენ, რომ 31 ოქტომბრის არჩევნებიდან 3 თვეზე მეტი გავიდა და ამ პერიოდში ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ არჩევნების გაყალბების უკვე ყველა კვალი წაშალა. შესაბამისად მათი  თქმით საგამოძიებო კომისიის შექმას აზრი  აღარ აქვს და არსებული პოლიტიკური კრიზისიდან გამოსავალი მხოლოდ ვადამდელი საპარლამენტო არჩევნებია.

ახალი ამბები

საინტერესო ფაქტები