1 დღე დაუმორჩილებლობის აქციამდე – ბიზნესსექტორი მასშტაბური პროტესტისთვის ემზადება | 05.02.2021

ერთი დღე დაუმორჩილებლობის აქციამდე – ბიზნეს სექტორი მასშტაბური პროტესტისთვის ემზადება. მთავრობის მიერ შეზღუდვების ნაწილობრივ მოხსნის მიუხედავად, თბილისის რამდენიმე ლოკაციაზე ხვალ ის ადამიანები შეიკრიბებიან, რომლებიც უკვე 1 წელია მთავრობისგან დახმარებას ითხოვენ. ფიტნეს და გასართობი სექტორის წარმოამდგენლები კულტურის სფეროს მუშაკები, ტურიზმის სექტორში დასაქმებულები და სამოქალაქო ატივისტები ხვალ ხელისუფლებას კიდევ ერთხელ ეტყვიან რომ ქვეყანაში არსებული შეზღუდვები ეკონომიკას ანადგურებს, ათასობით ადამიანს კი ერთადერთი შემოსავლის გარეშე ტოვებს.

დაუმორჩილებლობის მარშს აუქმებენ ის რესტორნები, რომლებიც ხვალ თვითნებურად გახსნას აპირებდნდნენ. მათი გეგმები მას შემდეგ შეიცვალა, რაც მთავრობამ სარესტორნო ბიზნესს 15 თებერვლიდან ღია სივრცეში ფუნქციონირების საშუალება მისცა. რადიკალურ ნაბიჯებზე უარი თქვეს, თუმცა პრობლემებზე რესტორატორთა ასოციაციაში ისევ ღიად საუბრობენ. ამბობენ, რომ მათი შემდგომი ნაბიჯები მთავრობის ახალ გადაწყვეტილებებზე იქნება დამოკიდებული.

პროტესტის ყველაზე ცხელი კერა ხვალ საქართველოს პარლამენტის შენობა იქნება, სადაც სამოქალაქო სექტორი ბიზნესის წარმომადგენლებთან ერთად 8 საათიდან შეიკრიბება. გეგმის მიხედვით, აქციის მონაწილეები კომენდანტის საათს ერთად შეხვდებიან და კორონაპანდემიის მიზეზით ქვეყანაში მოქმედ რეგულაციებს გააპროტესტებენ. აქციის ორგანიზატორი მოძრაობა “სირცხვილიას” წევრები ამბობენ, რომ მკაცრი შეზღუდვებით ხელისუფლება, ხალხის სახლში გამოკეტვას და პროტესტის ჩახშობას ცდილობს.

საქართველოს მთავრობამ ბიზნესის მიერ დაანონსებული დაუმორჩილებლობის აქციის შემდეგ შეზღუდვების ნაწილობრივ შემსუბუქების გადაწყვეტილება გუშინ მიიღო. ახალი განკარგულებით, ორშაბათიდან ამუშავდება საზოგადოებრივი ტრანსპორტი, 15 თებერვლიდან კი სკოლები, ღია ტიპის რესტორნები და ბაზრობები, თუმცა ბიზნესის ნაწილი ისევ დაკეტილი რჩება. გაკოტრები პირას მყოფი სხვადასხცვა სექტორის წარმომადგენლები შეზღუდვების სრულად გაუქმებას და მუშაობის უფლებას ითხოვენ, წინააღმდეგ შემთხვევაში სოციალურ აფეთქებას აანონსებენ.