გასულ დღე-ღამეში საქართველოში ვირუსით კიდევ 18 ადამიანი გარდაიცვალა | 05.02.2021

კორონავირუსის დღევანდელი დადებითობის მაჩვენებელი 3.2%-ს შეადგენს. ბოლო 24 საათში გამოკვლეული საეჭვო სიმპტომების მქონე 16 808 ადამიანიდან კოვიდ დადებითი 538 აღმოჩნდა. გასულ დღე-ღამეში ვირუსით კიდევ 18 ადამიანი გარდაიცვალა. რითიც გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა 3 258-მდე გაიზარდა. ბოლო დღე-ღამეში კოვიდინფექცია 498 პაციენტმა დაამარცხა,  ხოლო გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა ჯამში  252 246-ს შეადგენს. ინფიცირების ყველაზე მეტი დღიური შემთხვევა ისევ დედაქალაქში ფიქსირდება. ხელოვნული სუნთქვის აპარატზე კი ქვეყნის მასშტაბით 146 ადამიანი იმყოფება.

მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვმა  105 მილიონს გადააჭარბა. გარდაცვლილთა რაოდენობა კი 2 მილიონ 300 000-ს აღწევს, ხოლო 77 მილიონზე მეტმა ადამიანმა ინფექცია უკვე დაამარცხა. Bloomberg-ის ინფორმაციით, ამ დროისთვის მსოფლიოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია 119.7 მილიონზე მეტ ადამიანს ჩაუტარდა. მათ შორის, აშშ-ში 36.6 მილიონზე მეტი ადამიანი აიცრა, შტატებს ჩინეთი მოჰყვება 31.2 მილიონზე მეტი ვაქცინირებული პაციენტით. ევროკავშირში კი, საერთო ჯამში ვაქცინაცია 15 მილიონ ადამიანს ჩაუტარდა. ყველაზე სწრაფი ტემპით მოსახლეობის ვაქცინაცია ისრაელში მიმდინარეობს, სადაც უკვე 5.2 მილიონი ადამიანი აიცრა, რაც მთლიანი მოსახლეობის 58.5%-ს შეადგენს.

ახალი ამბები

საინტერესო ფაქტები