პარლამენტმა ოპოზიციური პარტიებისთვის მანდატების გაუქმება გადაიფიქრა | 02.02.2021

მეათე მოწვევის პარლამენტმა ოპოზიციური პარტიებისთვის მანდატების გაუქმება გადაიფიქრა – საგაზაფხულო სესიის პირველივე სხდომაზე “ქართული ოცნების” ლიდერებმა კენჭისყრაში მონაწილეობაზე უარი თქვეს და საკითხი ჩააგდეს.

“ოცნების” გუნდის ამ  გადაწყვეტილებას წინ პარტიის ოფისში გამართული  2 საათიანი დახურული შეხვედრა უძღოდა. მმართველი გუნდი შეთანხდა, რომ ოპოზიცია ბოიკოტით საბოტაჟის მოწყობას ცდილობს, რის საშუალებასაც მათ არ მისცემენ. გადაწყვეტილება ირაკლი კობახიძემ გაახმოვანა, რომელმაც ოპოზიცია კვლავ რადიკალურ ძალად მოიხსენია და თქვა, რომ პარლამენტში უკვე წარმოდგენილია სამი პოლიტიკური პარტია, შესაბამისად, რადიკალური ოპოზიციის მხრიდან დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრის მცდელობა წარუმატებელი იქნება.

ოპოზიციონერი კოლეგებისთვის,  მანდატების გაუქმების გადაწყვეტილების ჩაგდებაზე საუბრისას, “ოცნების” სხვა ლიდერებიც კობახიძის შეფასებას იმეორებენ. ამბობენ, რომ  კოლეგებს ოპოზიციიდან სიტუაციის არევის საშუალებას არ მისცემენ.  მანდატების გაუქმების პროცესი მინიმუმ შემოდგომამდე გადავადდა, სწორედ ამ დროს აპირებს “ოცნების” გუნდი ხელახლა, ოპონენტების უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხს.

ოპოზიციონერი ლიდერისთვის მანდატის გაუქმებას დღეს მხარი არ დაუჭირეს არც საკანონმდებლო ორგანოში შესულმა “მოქალაქეებმა”.  ალეკო ელისაშვილი და ლევან იოსელიანი “ქართული ოცნების” დღევანდელ გადაწყვეტილებას იწონებენ და ოპოზიციონერ კოლეგებს ურჩევენ, პარლამენტში შევიდნენ. საკითხის წინააღმდეგ წავიდნენ ევროპელი სოციალისტებიც.

მეათე მოწვევის პარლამენტში ახლა უკვე 3 პოლიტიკური ძალაა. დღევანდელ სესიას პირველად დაესწრნენ ალეკო ელისაშვილი და ლევან იოსელიანი. მათი ეს გადაწყვეტილება “ქართული ოცნებას” იმედს აძლევს, რომ საკანონმდებლო ორგანოში ოპოზიციონერი ლიდერები ეტაპობრივად მაინც შევლენ.

ახალი ამბები

საინტერესო ფაქტები