მანდატებით ვაჭრობის მცდელობა – ასე აფასებენ „ოცნების“ გადაწყვეტილებას ოპოზიციაში | 02.02.2021

მანდატებით ვაჭრობის მცდელობა – ასე აფასებენ “ქართული ოცნების” დღევანდელ გადაწყვეტილებას ოპოზიციაში, სადაც თვლიან, რომ ამ ნაბიჯით მმართველი გუნდი დროის გაჭიანურებას და  პარლამენტში მეტი ოპოზიციონერი დეპუტატის შეყვანას ცდილობს. ხელისუფლების ოპონენტები ამბობენ, რომ “ქართულმა ოცნებამ” ოპოზიციას მანდატები არ შეუჩერა, ვინაიდან ერთპარტიული პარლამენტის გაფორმების ეშინია, რაც მათი შეფასებით, მმართველი პარტიისთვის განაჩენი იქნება.

ოპოზიციაში თვლიან, რომ “ქართული ოცნების” დღევანდელი ნაბიჯი პოლიტიკურ კრიზისს ვერ განმუხტავს და ერთადერთი გადაწყვეტილება, რის შემდეგაც ოპოზიცია პარლამენტში შევა, ქვეყანაში ვადამდელი არჩევნების დანიშვნა იქნება. ხელისუფლების ოპონენტები მოუწოდებენ მმართველ პარტიას მთავარ საკითხთან დაკავშირებით მოლაპარაკებები დაიწყოს.

ახალი ამბები

საინტერესო ფაქტები