სავაჭრო ცენტრები გაიხსნა, თუმცა დაკეტილი რჩება ღია ბაზრობები – ბიზნესის პროტესტი შეზღუდვებს | 01.02.2021

კორონავირუსის გამო დაწესებული შეზღუდვების ნაწილი მოხსნილია. ორთვიანი პაუზის შემდეგ, ფუნქციონირება  დღეს  სავაჭრო ცენტრებმა და არასასურსათო მაღაზიებმა განაახლეს. თუმცა  მთავრობის გადაწყვეტილებით, მოლები შაბათ-კვირას ისევ დაიხურება, დანაჩენ დღეებში კი მათ ფუქციონირება დილის 10:00-დან საღამოს 19:00 საათამდე შეეძლებათ.

სავაჭრო ცენტრებისთვის შაბათ-კვირას  დაწესებული შეზღუდვები გაუგებარია, როგორც ბინესისთვის, ასევე  მოქალაქეების დიდი ნაწილისთვის.

სავაჭრო ცენტრები გაიხსნა, თუმცა დაკეტილი რჩება ღია ბაზრობები. მთავრობის ეს გადაწყვწტილება მოვაჭრეების პროტესტი მიზეზი არაერთხელ გახდნა.  აქცია იყო დღეს ბათუმში არსებულ ბაზრობებთან. როგორც ირკვევა, ბათუმში მაღაზიები ვერც იმ მოვაჭრეებმა გახსნეს, რომლებსაც დამოუკიდებელი შესასვლელები აქვთ და მომხმარებლებს დახურულ სივცეში შესვლა არ უწევთ.