არსებული შეზღუდვების ფონზე ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების მაჩვენებელი იკლებს | 01.02.2021

არსებული შეზღუდვების ფონზე ქვეყანაში  კორონავირუსით ინფიცირების მაჩვენებელი იკლებს. ბოლო 24 საათში, სულ 9 056 ტესტი ჩატარდა, აქედან კოვიდდადებითი 240 პირი აღმოჩნდა.  ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 681 პირი. რაც შეეხება გარდაცვალების მაცვენებელს, ვირუსს კიდევ 16 პირი ემსხვერპლა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე კორონავირუსისგან გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა – 3 194-ია.