“სამართლიანი არჩევნები” 31 ოქტომბრის არჩევნებიდან 3 თვის თავზე საბოლოო დასკვნას აქვეყნებს | 30.01.2021

“სამართლიანი არჩევნები” 31 ოქტომბრის არჩევნებიდან 3 თვის თავზე საბოლოო დასკვნას აქვეყნებს. “სამართლიანი არჩევნების” ხელმძღვანელობის ცვლილების შემდეგ ორგანიზაციამ ხმების პარალელური დათვლის შერჩევაში შესული 850 უბანი ხელახლა გადათვალა და ოქმების 8%-ში მეტობა დააფიქსირა. გარდა ამისა, ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ ხშირი იყო შემთხვევები, როდესაც შემაჯამებელ ოქმში ასახული მონაცემები გადათვლის გარეშე, ზეპირი ახსნა-განმარტებების საფუძველზე ზუსტდებოდა, რაც ორგანიზაციის თქმით მონაცემების  სანდოობას ეჭვქვეშ აყენებს.

“სამართლიანი არჩევნების” დღევანდელ განცხადებას გამოეხმაურნენ ოპოზიციის წევრები. მათი შეფასებით კარგია, რომ ორგანიზაციამ ოქმები ხელახლა გადათვალა, თუმცა ახლა ეს პოლიტიკურ კრიზისს ვეღარ განმუხტავს.

ახალი ამბები

საინტერესო ფაქტები