რეგულარული ფრენების აღდგენასთან ერთად საქართველოს მოქალაქეებს არჩევანის თავისუფლება ექნებათ | 29.01.2021

საკოოდინაციო საბჭოს გადაწვეტილებით, პირველი თებერვლიდან რეგულარული ფრენების აღდგენასთან ერთად საქართველოს მოქალაქეებს არჩევანის თავისუფლება ექნებათ.  ნათია თურნავას განმარტებით,  მოქალაქეებს შეეძლებათ ქვეყანაში შემოვიდნენ ნეგატიური ტესტის პასუხით  ან გავიდნენ რვადღიან თვითიზოლაციაში, ამასთან მათ საშუალება ექნებათ, ჩამოსვლიდან მესამე დღეს საკუთარი ხარჯით გაიკეთონ PCR ტესტი. საქართველოს იმ მოქალაქეებს კი, ვისაც ნეგატიური PCR​ ტესტი არ ექნებათ, 12 დღიან თვითიზოლაციის ნაცვლად, 8 დღიანი თვითიზოლაცია დაუწესდებათ. ეკონომიკისა და მდგარადი განვითარების მინისტრმა განმარტებები გააკეთა ქვეყანაში უცხო ქვეყნის ვიზიტორების შემოსვლაზეც. ნათია თურნავას თქმით,   ვაქცინის ორჯერ ჩატარების დოკუმენტის საფუძველზე, ყველა ქვეყნის მოქალაქე  უპირობოდ შეძლებს ქვეყანაში შემოსვლას.

ახალი ამბები

საინტერესო ფაქტები