პატრიარქს კორონავირუსი დამართეს, ამაზე პასუხისმგებელია მოსაყდრე შიო – ბასილ კობახიძე | 29.01.2021

პატრიარქს კორონავირუსი დამართეს, საპატრიარქო ფაქტს მალავს  – ამ განცხადებას თეოლოგი ბასილ კობახიძე სოციალურ ქსელში ავრცელებს. მისი ინფორმაციით, საპატრიარქო ილია მეორის ინფიცირებას მალავს.

“ჩემი ინფორმაციით, პატრიარქს კორონა დამართეს. დიახ, დამართეს და ამაზე პირადად არის პასუხისმგებელი მოსაყდრე შიო. გაგანია პანდემიის დროს, ჯერ 7 იანვარს, შობის წირვაზე გამოიყვანა 80 წელს გადაცილებული პატრიარქი, შემდეგ 19 იანვარს ნათლისღებაზე, წირვის შემდეგ კი წყალკურთხევაც მას ჩაატარებინა. არც დისტანციას იცავდა ვინმე და უმრავლესობა პირბადესაც არ ატარებდა, მაგალითად, საპატრიარქოს პროტოკოლის უფროსი, ცნობილი კაგებეშნიკი დეკანოზი გიორგი ხარაზიშვილი. დღეს კი დგანან ეს მეუფეები და ფარისევლურად პატრიარქის საჯანმრთელო წირვებს აღავლენენ.  უნამუსო მოსაყდრე შიო მუჯირს  ეტყობა ძალიან ეჩქარება საპატრიარქო ტახტზე აბობღება, რადგან არანაირი ზომები არ მიიღო მოხუცი პატრიარქის ჯანმრთელობის გასაფრთხილებლად, რაც, გავიმეორებ, მისი პირადი პასუხისმგებლობაა,” – წერს კობახიძე სოციალურ ქსელში.

 ბასილ კობახიძის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას კატეგორიულად უარყოფს პატრიარქიs პირადი ექიმი.  ილია მეორის კოვიდინფიცირების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას FACEBOOK-ით ეხმაურება საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსიც. მამა ანდრია ჯაღმაიძე  წერს, რომ ინფორმაცია  პატრიარქის ჯანმრთელობის გაუარესებასთან დაკავშირებით, სინამდვილეს არ შეესაბამება. დღესვე  საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის რამდენიმე ეპარქიამ, თავის გვერდზე გაავრცელა ინფორმაცია კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორის ჯანმრთელობის პარაკლისის გადახდის შესახებ.

ახალი ამბები

საინტერესო ფაქტები