ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების მაჩვენებელი მცირდება | 28.01.2021

723 ინფიცირებული, 19 გარდაცვლილი და 932 გამოჯანმრთელებული – ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების მაჩვენებელი მცირდება. ბოლო 24 საათში ჩატარებული 17 850 ტესტიდან COVID-19 723 ადამიანს დაუდასტურდა, მათ შორის 321 ახალი შემთხვევა დედაქალაქში დაფიქსირდა. 121-კი იმერეთში. ბოლო დღე-ღამეში ვირუსს კიდევ 19 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, რითიც გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა 3 127-მდე გაიზარდა. ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 6 675-ია, საიდანაც 2 770 პაციენტი საავადმყოფოში მკურნალობს. 3559 პირი კი მკურნალობის კურსს საცხოვრებელ ბინაზე გადის.