ფიტნეს ინსტრუქტორების და სპორტსმენების პროტესტი უსასრული შეზღუდვების წინააღმდეგ | 28.01.2021

კორონაპანდემიის გამო დაწესებული რეგულაციების შედეგად შემოსავლების გარეშე დარჩენილმა ფიტნეს ინსტრუქტორებმა და სპორტსმენებმა  ფიტნეს ცენტრების გახსნის მოთხოვნით აქცია- მსვლელობა გამართეს. ისინი  რუსთაველის გამზირზე შეიკრიბნენ და მთავრობისგან მუშაობის გაგრძელების უფლება მოითხოვეს. აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ მზად არიან ფიტნესცენტრები რეგულაციების სრული დაცვით გახსნან. წინააღმდეგ შემთხვევაში მათ ბიზნესს გაკოტრება ემუქრება. აქციის მონაწილეები მსვლელობით მთავრობის კანცელარიასთან მივიდნენ, სადაც მოთხოვნები, კიდევ ერთხელ გაახმოვანეს.

ფიტნესინსტრუქტორებისა და სპოტსმენების აქციას სოლიდარობა გამოუცხადეს ოპოზიციის ლიდერებმა და სამოქალაქო აქტივისტებმაც. ამბობენ, რომ ჩაკეტვა არ არის  სწორი პოლიტიკური გადაწყვეტილება და სწორი გეგმის შემთხვევაში შესაძლებელია სპორტდარბაზების გახსნა და კოვიდის გავრცელების რისკი მინიმუმამდე დაყვანა.

ახალი ამბები

საინტერესო ფაქტები