ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა 20 000 – ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს | 28.01.2021

ე.წ კარტოგრაფების გამხაურებულ საქმეზე დაკავებული ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა პატიმრობიდან გათავისუფლდნენ. მოსამართლე ლელა კალიჩენკომ  ბრალდებულები, რომელთაც პროკურატურა საქართველოს ტერიტორიების საწინააღმდეგოდ ჩადენილ ქმედებებს ედავება, სხდომათა დარბაზიდან გაათავისუფლა. დაკავებულებს აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობა 20 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ შეეცვალათ.

ახალი ამბები

საინტერესო ფაქტები