გაათავისუფლებენ თუ არა ხვალინდელ სასამართლო პროცესზე ე.წ კარტოგრაფების საქმის ბრალდებულებს | 27.01.2021

გაათავისუფლებენ თუ არა ხვალინდელ სასამართლო პროცესზე ე.წ კარტოგრაფების საქმის ბრალდებულებს. ვიდრე სასამართლო გადაწყვეტილებას მიიღებს,  ივერი მელაშვილისა და ნატალია ილიჩოვას ადვოკატები ვარაუდობენ, რომ მოსამართლემ  შესაძლოა მათი შუამდგომლობა დააკმაყოფილოს და დაკავებულები პატიმრობიდან გაათავისუფლოს. ორივე დაკავებული დღეს ადვოკატმა ციხეში მოინახულა. როგორც ივერი მელაშვილის უფლებადამცველი ამბობს,  მელაშვილი პროკურატურის მიერ ფარული ვიდეო-აუდიოჩანაწერების გავრცელებას არ იწონებს და თვლის, რომ ეს მასალები  საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის შემდგომ მოლაპარაკებების პროცესს დააზიანებს.  ივერი მელაშვილისა და ნატალია ილიჩოვას წინასასამართლო პროცესი ხვალ, 14:00 საათზე გაიმართება.