პარლამენტმა ოპოზიციონერი დეპუტატებისთვის უფლებამოსილების შეჩერებაზე მსჯელობას დაიწყო | 27.01.2021

პარლამენტმა  ოპოზიციონერი დეპუტატებისთვის უფლებამოსიების შეჩერებაზე მსჯელობა დაიწყო. საპროცედურო საკითხთა კომიტეტმა დღევანდელ სხდომაზე “ლეიბორისტული პარტიის” ლიდერის შალვა ნათელაშვილისა და “ნაციონალური მოძრაობის” წევრის ლევან ხაბეიშვილის განცხადებები განიხილა და საკითხი შემდგომი  განილვისთვის ბიუროს გადასცა.

მანდატების გაუქმების მოთხოვნით საკანონმდებლო ორგანოს პირველებმა სწორედ ლევან ხაბეიშვილმა და შალვა ნათელაშვილმა მიმართეს. ისინი მოუწოდებენ პარლამენტს რაც შეიძლება მალე შეუწყვიტონ დეპუტატის უფლებამოსილება, ვინაიდან ამბობენ, რომ გაყალბებული არჩევნების შედეგად მიღებულ პარლამენტში შესვლას მაინც არ აპირებენ.

ბარიერგადალახული ოპოზიციური პარტიების ნაწილი აცხადებს, რომ “ქართული ოცნება” მანდატების შეწყვეტის პროცესს განგებ აჭიანურებს და ამით საზოგადოებას აჯერებს, რომ ოპოზიციაში ამ საკითხზე აზრთასხვადასხვაობაა. ნაწილი კი თვლის, რომ თუ 48%-იანი ლეგიტიმაციის მქონე “ქართული ოცნება”, 52%-იანი ლეგიტიმაციის მქონე ოპოზიციას მანდატებს გაუუქმებს, ეს თვითდაზიანება იქნება.

ოპოზიციონერი დეპუტატებისთვის მანდატების შეყვეტის საკითხზე აზრთასხვადასხვაობაა მმართველ გუნდში. სწორედ ამიტომ არ არის გამორიცხული, რომ საკითხი ღია კენჭისყრაზე გაიტანონ, ჩააგდონ და ოპოზიცია პარლამენტში ფორმალურად დატოვონ. სწორედ ამ გზით შეეცდება “ქართული ოცნება” ჩატარებული არჩევნების შედეგებისთვის და პარლამენტისთვის ლეგიტიმაციის მინიჭებას. საკითხის მხარდაჭერას არ აპირებს მაგალითად პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე დავით სეერგეენკო, რომელიც იმედოვნებს, რომ ოპოზიციის ნაწილი პარლამენტში შესვლის გადაწყვეტილებას მაინც მიიიღებს.

ოპოზიციის პარლამენტში შესვლის იმედს არ კარგავს პარლამენტის თავმჯდომარე. არჩილ თალაკვაძე იმედოვნებს, რომ უახლოეს დღეებში საკანონმდებლო ორგანოს მეორე ოპოზიციური პარტია შეუერთდება. თალაკვაძე მოუწოდებს ოპონენტებს გადაწყვეტილებას გადახედონ.

მანდატების შეწყვეტის თაობაზე პარლამენტისთვის ჯერ-ჯერობით არ მიუმართავს პარტია მოქალაქეებს. თვლიან, რომ მმართველ გუნდთან მოლაპარაკების და შეთანხმების მიღწევის შესაძლებლობა ჯერ კიდევ არსებობს, ამიტომ ნაჩქარევი გადაწყვეტილების მიღებას არ აპირებენ.

ლევან ხაბეიშვილის და შალვა ნათელაშვილის გარდა დეპუტატის უფლებამოსილების შეწყვეტის თაობაზე პარლამენტს განცხადებით კიდევ  49 ოპოზიციონერმა დეპუტატმა მიმართა. მათთვის მანდატების შეწყვეტის შესახებ  საპროცედურო კომიტეტი ხვალინდელ სხდომაზე იმსჯელებს. შეუჩერდებათ თუ არა ოპოზიციონერ დეპუტატებს საპარლამენტო მანდატები – საბოლოო გადაწყვეტილება პარლამენტმა 2 თებერვალს უნდა მიიღოს.

ახალი ამბები

საინტერესო ფაქტები