აქცია შინაგან საქმეთა სამინისტროსთან – აქტივისტები გამოწერილ ჯარიმებს აპროტესტებენ | 26.01.2021

გასულ კვირას, კორონაპამდემიის გამო მოქმედი რეგულაციების წინააღმდეგ გამართული აქციის მონაწილეები პოლიციამ დააჯარიმა. ჯარიმები პროტესტის მონაწილე იმ აქტივისტებს გამოეწერათ, რომლებმაც ე.წ კომენდანტი საათი მიზანმიმართულად დაარღვიეს. აქცია დღეს  პარლამენტთან დაიწყო, მოგვიანებით  კი შინაგან საქმეთა სამინისტროსთან გაგრძელდა. აქტივისტები ამბობენ, რომ გომელაურის უწყებიდან ჯარიმა დაახლოებით 11 აქტივისტს გამოეწერა, იმ დროს, როცა ე.წ კომენდანტის საათი აქციის მონაწილე უფრო მეტმა პირმა დაარღვია. ისინი ვინც პოლიაციას ჯერ არ დაუჯარიმებია, დღეს შინაგან საქმეთა სამინისტროში საკუთარი ნებით მივიდნენ და დაჯარიმების გამოწერა მოითხოვეს.

ახალი ამბები

საინტერესო ფაქტები