ჯანდაცვის მინისტრი სამედიცინო დაწესებულებების ხელმძღვანელებს შეხვდა | 25.01.2021

ჯანდაცვის მინისტრი სამედიცინო დაწესებულებების ხელმძღვანელებს შეხვდა. მხარეებმა კორონაპანდემიის გამო არსებული გამოწვევების გადაჭრის გზებზე იმსჯელეს. შეხვედრის მონაწილეებმა მინისტრს კლინიკებში არსებული პრობლემები გააცნეს. საუბარი შეეხო, სელექტიური კონტრაქტირების პირობებს, კლინიკების ფინანსურ საჭიროებებსა და კომუნალური გადასახადების სუბსიდირების საკითხს.