საქართველოში კორონავირუსს კიდევ 16 ადამიანი ემსხვერპლა. გარდაცვლილთა რაოდენობა 3071-მდე გაიზარდა | 25.01.2021

საქართველოში კორონავირუსს კიდევ 16 ადამიანი ემსხვერპლა. ჯამში კი გარდაცვლილთა რაოდენობა 3071-მდე გაიზარდა. ბოლო 24 საათში ქვეყანაში ვირუსით ინფიცირების 298 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ჯამში დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა 253 816-ია.  ყველაზე მეტი 107 შემთხვევა დედაქალაქში დაფიქსირდა. ინფიცირების მაჩვენებლით მეორე ადგილზეა იმერეთი,სადაც 44 შემთხვევა გამოვლინდა.  ხოლო მესამე ადგილზე 32 ინფიცირებულით სამეგრელო-ზემო-სვანეთია.  ბოლო დღე-ღამეში COVID-19 1311-მა ადამიანმა დაამარცხა. საერთო ჯამში კი გამოჯანმრთელებულების რაოდენობა 243 396-ია.