ერთკვირიანი ვადა ოპოზიციას – ოპოზიცია პოზიციას არ იცვლის | 25.01.2021

ერთკვირიანი ვადა ოპოზიციას. პარლამენტი ოპოზიციონერი დეპუტატების მანდატების შეწყვეტის საკითხს კენჭს 2 თებერვალს უყრის.  “ქართული ოცნების” აღმასრულებელი მდივნის მამუკა მდინარაძის თქმით, მმართველი გუნდი მაქსიმალურად ცდილობს,  ოპოზიციის იმ წარმომადგენლებს, რომლებიც პარლამენტში შესვლაზე უარს აცხადებენ, რეგლამენტის გათვალისწინებით, დროის მაქსიმუმი მისცეს.

ოფიციალური მიმართვის მიუხედავად, ოპოზიცია გადაწყვეტილების შეცვლას არ აპირებს. ბოიკოტის რეჟიმში მყოფი პოლიტიკოსები ამბობენ, რომ მანდატების გაუქმების შემდეგ, პროცესები საკანონმდებლო ორგანოს გარეთ გადაინაცვლებს. ოპოზიციისთვის ამ დრომდე უცნობია, გაიმართება თუ არა, ხელისუფლებასთან, მოლაპარაკების მეხუთე რაუნდი.

ამ დროისთვის 60 ოპოზიციონერი დეპუტატიდან საპარლამენტო მანდატზე უმრავლესობას უარი აქვს ნათქვამი. გამონაკლისია პარტია “მოქალაქეები” და “გირჩის” სამი წევრი. ოპოზიცია ხელისუფლებისგან ცენტრალური საარჩევნო კომისიის რეფორმას, რიგგარეშე არჩევნების დანიშვნასა და პოლიტპატიმრების გათავისუფლებას მოითხოვს და საპარლამენტო საქმიანობას ბოიკოტს უცხადებს.

ახალი ამბები

საინტერესო ფაქტები