ინფექციამ კიდევ 24 ადამიანი იმსხვერპლა. ვირუსით გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა კი 3022-ია | 22.01.2021

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 903  შემთხვევა გამოვლინდა. გასული წლის თებერვლიდან დღემდე ქვეყანაში ვირუსის 251 974 შემთხვევაა დაფიქსირებული. ინფექციამ კიდევ 24 ადამიანი იმსხვერპლა, ვირუსით საერთო გარდაცვლილთა რაოდენობა კი 3022-ია. ბოლო 24 საათში კორონავირუსისგან 636 პაციენტი განიკურნა, რითიც გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 238 737-მდე გაიზარდა. საკოორდინაციო საბჭოს ინფორმაციით, საქართველოში ბოლო 24 საათში 14 827 კვლევა ჩატარდა, მათ შორის 7997  ანტიგენის ტესტით და 6830 PCR ტესტით.