კრიმინალური სუბკულტურა ციხეში – პენიტენციური დაწესებულებების მონიტორინგი საფრთხის შემცველი გახდა | 20.01.2021

კრიმინალური სუბკულტურა ციხეში – სახალხო დამცველმა პენტენციურ დაწესებულებეში შექმნილ მდგომარეობასთან დაკავშირებით სპეციულ ბრიფინგზე ისაუბრა. ნინო ლომჯარიას თქმით ე.წ. ციხის მაყურებლების მიერ მართული პატიმრების გარკვეული ჯგუფი სისტემატურად ახორციელებს სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენლებზე სიტყვიერ თავდასხმებს, მუქარას და აგრესიას. სახალხო დამცველის შეფასებით, პენიტენციური დაწესებულებების  მონიტორინგი საფრთხის შემცველი გახდა. როგორც ლომჯარია ამბობს, მას სახელმწიფო ციხის შიგნიდან კრიმინალებს უპირისპირებს.  სახალხო დამცველი ამბობს, რომ ე.წ. მაყურებლების მიერ  ცეხეებში ვითარების კონკრეტული ფაქტები გაზრდილია. მედიასთან ომბუცმენმა კონკრეტულ ინციდენტებზეც ისაუბრა.

სახალხო დამცველმა ციხეებში შექმნილ ვითარებაზე პასუხისმგებლობა იუსტიციის ყოფილი მინისტრს და დღეს უკვე “ქართული ოცნების” დეპუტატს-თეა წულუკიანის დააკისრა. ამბობს, რომ წულუკიანი ერთ-ერთი წამქეზებელია. ომბუდსმენი პენიტენციური სამსახურის გენერალური დირექტორისაც უპირისპირდება და  მისი პასუხისმგებლობის საკითხის დაყენებას მოითხოვს. ლომჯარიას თქმით, ციხეებში არსებულ ვითარებაზე, გამოძიების დაწყების მოთხოვნით წერილი შესულია პროკურატურაში. ინფორმირებულნი არიან ელჩებიც  და საერთაშორისო ორგანიზაციები.

ნინო ლომჯარიას დღევანდელ განცხადებას  სიცრუეს უწოდებს პენიტენციური სამსახური და აცხადებს, რომ  არანაირი კრიმინალური სუბკულტურა ციხეებში არ არსებობს. განცხადებაში წერია, რომ პატიმრების მხრიდან ომბუდსმენის მიმართ უკმაყოფილება პირადი განწყობაა და არა ადმინისტრაციის მიერ მართული.

ლომჯარიას მიერ გახმოვანებული ფაქტები და ბრალდებები არ მოსწონთ “ქართულ ოცნებაში”. პარლამენტის  ადამიანის უფლებებათა დაცვის  კომიტეტის თავმჯდომარე პრობლემის სისტემურობას გამორიცხავს  და ტყუილს უწოდებს იმ ფაქტს, თითქოს ეს ციხის ადმინისტრაციის მხრიდანაა წახალისებული.

ოპოზიცია კი უკვე დიდი ხანია საიბრობს, რომ ციხეებს ადმინისტრაციის ნაცვლად ე.წ შავი სამყარო მართავს. ხელისუფლების ოპონენტების თქმით, კრიმინალი დღეს მართავს ქვეყანასაც.  ოპოზიციის  შეფასებით, ქვეყანა 90-იანი წლების ვითარებას დაუბრუნდა, როდესაც ხელისუფლება და კრიმინალი ერთმანეთთან შეკრული იყო.

სახალხო დამცველის აპარატი პატიმრებთან ინდივიდუალური შეხვედრების შეწყვეტას არ აპირებს. თუმცა  ვიზიტების მხოლოდ დამატებითი უსაფრთხოების ზომების პირობებში განხორცილების შესაძლებლობას განიხილავს, რაც ლომჯარიას თქმით, პატიმართა უფლებების ეფქტიანად დაცვის ღონისძიებებს დააბრკოლებს.

ახალი ამბები

საინტერესო ფაქტები