„ჭკვიანი“ ურნები ჭავაჭავაძეზე – კორუფციული გარიგება თუ მოქალაქეებსა და ქალაქზე ზრუნვა | 19.01.2021

ჭავჭავაძის გამზირის რეაბილიტაციის ფარგლებში თბილისის ცენტრალურ ქუჩაზე დამონტაჟებული 90 ურნა მალე ენერგიის გამოყოფის წყარო უნდა გახდეს, თუმცა მანამდე ის ყურადღების ცენტრში სულ სხვა მიზეზის გამო მოექცა. სოციალურ ქსელში გავრცელებულ ფოტოში კარგად ჩანს, რომ ურნებმა ნაგვის რაოდენობა ვერ დაიტიეს, ამიტომ მოსახლეობამ ის მის გვერდით დააწყო.

რამდენად ხშირია ჭავაჭავაძის გამზირზე ნარჩენების თავმოყრა და ასახავს თუ არა ფოტო რეალობას – მაცხოვრებლები ამბობენ, რომ ჭავჭავაძის გამზირზე ურნის გარშემო დაყრილი ნაგავი არ უნახავთ, თუმცა აღნიშნავენ, რომ სხვა ქუჩებზე ამგვარი ფაქტები ხშირია.

ოპოზიცია ხელისუფლებას ბრალდებებს კიდევ ერთხელ უყენებს და სავარაუდო კორუფციულ სქემაზე საუბრობს. ლევან ხაბეიშვილი ამბობს, რომ თბილისის მერიამ კორუფციული გარიგებით 3 მილიონი ლარის ღირებულების ტენდერი “ქართული ოცნების” დეპუტატის, ბექა ოდიშარიას ნათესავთან გააფორმა. სწორედ ლევან გოგსაძე იყო ჯი-თი-გრუპის დირექტორი ხელშეკრულების გაფორმების მომენტში.

ჭავაჭავაძის ურნები ნახა და ბევრი კითხვა გაუჩნდა კორუფციის მკვლევარს ქეთევან ენუქიძესაც. ამბობს, რომ თბილისის მერიის ხარჯვითი ნაწილი წელიწად-ნახევრის შემდეგაც ბუნდოვანია, კორუფციული რისკი კი საკმაოდ მაღალი.

გვაქვს თუ არა საქმე კორუფციულ გარიგებასთან და რამდენად მიზანშეწონილია ურნებისთვის მილიონობით ლარის გამოყოფა –  დოკუმენტების მიხედვით დგინდება, რომ გარდა ურნებისა მერიამ ნახევარი მილიონი იმ მანქანაშიც გადაიხადა, რომელმაც ეს ურნების ნაგვისგან უნდა დაცალოს.

ახალი ამბები

საინტერესო ფაქტები