ელისაშვილი – „გირჩის“ შეთავაზება ოპოზიციაში აზრთა სხვადასხვაობის და ბრალდებების მიზეზი ხდება | 18.01.2021

ახალი ინიციატივა, რომელიც ოპოზიციაში აზრთა სხვადასხვაობის მიზეზი ხდება – ალეკო ელისაშვილისა და გირჩის განაყოფის მიერ შემოთავაზებულ ინიციატივას, რომლის მიხედვითაც, ვადამდელი არჩევნები მხოლოდ თვითმართველობის არჩევნებში ოპოზიციის გამარჯვების შემთხვევაში დაინიშნება, ოპოზიცია აკრიტიკებს  და კოლეგებს ბრალდებებსაც  უყენებს. “სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერი, გიორგი ვაშაძე ამბობს, რომ ახალი შეთავაზებები ოპოციის ერთობას აზიანებს და “ქართულ ოცნების” გაძლიერებას  ემსახურება.

გიორგი ვაშაძის ირიბი უარის მიუხედავად, მის პარტიასთან შეხვედრის სურვილს მაინც გამოთქვამენ იდეის ავტორები. “გირჩის” წევრები ამბობენ, რომ უკიდურესად გართულებული მდგომარეობის ფონზე ისინი ოპოზიციის კვლავ გაერთიანებასა და მათ შორის პოზიციების დაახლოებას ეცდებიან.

ალეკო ელისაშვილისა და “გირჩის” წევრების ახალ ინიციატივა გაუგებარი აღმოჩნდა სხვა ოპოზიციური პარტიებისთვისაც. ხელისუფლების ოპონენტებმა დღეს პირდაპირ თქვეს, რომ ალეკო ელისაშვილი ახალი იდეებით პარლამენტში შესვლის გზას ეძებს.

მმართველი გუნდი გუნდი კი კვლამ მოლოდინის რეჟიმშია. ოპოზიციის ბრალდების ფონზე, “ქართულ ოცნებაში” ჯერ არ ამბობენ ელიან თუ არა საკანონმდებლო  ორგანოში  ელისაშვილის “მოქალაქეებისა”  და ხვიჩია-მეგრელიშვილის “გირჩის” შესვლას. გია ვოლსკის თქმით, ოპოზიცია ახლა სააკაშვილის მძევალია, საპარლამენტო ბოიკოტის უკან კი მხოლოდ საბოტაჟი მცდელობა დგას.

როგორ შეიცვლება მდგომარეობა პოლიტიკურ ველზე და მივა თუ არა ოპოზიცია მოლაპარაკების მეხუთე რაუნდზე შეთავაზებების ახალი პაკეტით. არსებული ინფორმაციით, დიალოგის მორიგი რაუნდის იანვრის ბოლომდე გაიმართება.