გაუქმდეს მკაცრი შეზღუდვები, ამუშავდეს ყველა ტიპის ბიზნესი – „გირჩის“ მოთხოვნა | 18.01.2021

გაუქმდეს მთავრობის მიერ დაწესებული მკაცრი შეზღუდვები და ამუშავდეს ყველა ტიპის ბიზნესი – პოლიტიკური გაერთიანება “გირჩი” ითხოვს, ხელისუფლებამ უარი თქვას უშედეგო რეგულაციებზე და 1 თებერვლიდან ყველა ასეთი შეზღუდვა მოხსნას. მოთხოვნებს დღეს ბიზნესის წარმოამდგენლებიც შეუერთდნენ – ამბობენ, რომ თუ 1 თებერვლიდან მათ მუშაობის საშუალება არ მიეცემათ, მცირე და საშუალო ბიზნესი გაკოტრების საფრთხის წინაშე დადგება. კერძო სექტორი აანონსებს, რომ ლოქდაუნის გაგრძელების შემთხვევაში მათი პროტესტი უკვე ქუჩაში გადაინაცვლებს.

ახალი ამბები

საინტერესო ფაქტები