1357 ახალი შემთხვევა, 21 გარდაცვლილი და 748 განკურნებული – კორონავირუსის 24-საათიანი სტატისტიკა | 14.01.2021

1357 ახალი შემთხვევა, 21 გარდაცვლილი და 748 განკურნებული – ასეთია კორონავირუსის დღევანდელი სტატისტიკა. ბოლო 24 საათში  16 000-მდე ტესტი ჩატარდა,  ამ დრომდე დაფიქსირებული შემთხვევების საერთო რაოდენობა კი 244 612-ს აღწევს. წინა  წლის 26 თებერვლიდან დღემდე COVID-19-ს 2867 ადამიანი ემსხვერპლა. ხოლო  გამოჯანმრთელებულთა საერთო რაოდენობა 228 359-მდე გაიზარდა. ყველაზე მეტი შემთხვევა ისევ დედაქალაქში ფიქსირდება, თუმცა სტაბილიზაციის ნიშნები ისევ შეინიშნება.

კორონავირუსის ახალი შტამი საქართველოში მხოლოდ ერთ პაციენტს აქვს. ქვეყნის მთავარი ინფექციონისტის ინფორმაციით, ე.წ. ბრიტანული შტამი საქართველოში 50 წლის პაციენტს დაუდასტურდა. თენგიზ ცერცვაძე  ქვეყანაში ეპიდვითარებას სტაბილურად აფასებს, რაც მისი განმარტებით მოქმედი შეზღუდვების დამსახურებაა.

კორონავირუსი დაამარცხა ქვეყნის მთავარმა ეპიდემიოლოგმა. დაავადებათა კონტროლის ცენტრის პრესსამსახურის ინფრომაციით, ამირან გამყრელიძე სამუშაო რეჟიმს დაუბრუნდა და უკვე სამსახურშია. გამყრელიძე ბინაზე მკურნალობდა და თვითიზოლაციაში იმყოფებოდა. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელს,  კორონავირუსი 29 დეკემბერს დაუდასტურდა.

N16 და N12 პენიტენციურ დაწესებულებებში ჩატარებული 506 ტესტის ყველა პასუხი უარყოფითია – ამის შესახებ განცხადებას სპეციალური პენიტენციური სამსახური ავრცელებს. მათი ინფორმაციით,  განმეორებითი PCR ტესტირება 2 კვირაში ჩატარდება.

ისევ რთული ეპიდემიოლოგიური მდგომაეობაა ოკუპირებულ აფხაზეთში. რეგიონში ბოლო 24 საათში COVID-19-ით 2 ადამიანი დარდაიცვალა და 149 დაინფიცირდა. პანდემიის დაწყებიდან დღემდე ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსით ინფიცირების 10 251 შემთხვევა ფიქსირდება,  გარდაცვლილია  145 პაციენტი, 8 010 ადამიანი კი გამოჯანმრთელდა. დე ფაქტო ხელისუფლებამ კორონავირუსის გამო დაწესებული შეზღუდვების 10 თებერვლამდე გახანგრძლივების გადაწყვეტილება მიიღო.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ვარაუდობს, რომ COVID-19-ის პანდემიის მეორე წელი შეიძლება უფრო რთული იყოს, ვიდრე პირველი. ჯანმოს საგანგებო პროგრამების აღმასრულებელი  დირექტორი დღესასწაულის დღეების შემდეგ ზოგიერთ ქვეყანაში სიტუაციის გაუმჯობესებამდე მის გაუარესებას პროგნოზირებს. იმედს გამოთქვამს, რომ იმ ქვეყნების ჯანდაცვის სისტემები, სადაც ინფიცირების მაჩვენებელი გაიზრდება, პაციენტების მკურნალობას შეძლებენ.

ახალი ამბები

საინტერესო ფაქტები