გაიზრდება თუ არა პურის ფასი | 14.01.2021

გაიზრდება თუ არა პურის ფასი.  5 თებერვლიდან რუსეთი ხორბალს აძვირებს, რამაც შესაძლოა პურის ღირებულებაზე გავლენა იქონიოს. როგორც “ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის” თავმჯდომარე, ლევან სილაგავა ამბობს, იმ შემთხხვევაში თუ მთავრობა  სუბსიდირებას გააგრძელებს , შესაძლებელია მოსახლეობამ ფასების რეკორდული ზრდა ისე ვერ იგრძნოს.  სილაგავა ამბობს, რომ რუსეთის მთავრობაში ახლა მიმდინარეობს მსჯელობა, საექსპორტო საბაჟო გადასახადი  ერთ ტონაზე 25-დან 50 ევრომდე გაიზარდოს. მისი  განმარტებით, ამ ფაქტმა უკვე გამოიწვია სერიოზული რყევები საერთაშორისო ბირჟებზე და ვინაიდან საქართველო საერთაშორისო ბაზრებზეა მიბმული, ეს მისთვისაც დიდი გამოწვევა იქნება.

ახალი ამბები

საინტერესო ფაქტები