გია ხუხაშვილი პოლიტიკაში დაბრუნებას აპირებს | 12.01.2021

გია ხუხაშვილი პოლიტიკაში დაბრუნებას აპირებს. პოლიტოლოგი სოციალურ ქსელში წერს, რომ ივანიშვილთან პიროვნული ვალდებულება ჰქონდა და მის წინააღმდეგ პოლიტიკურ პროექტში მონაწილეობა სწორედ ამიტომ არ მიიღო, თუმცა ივანიშვილის პოლიტიკიდან წასვლის შემდეგ ამ ვალდებულებამ ძალა დაკარგა,. ხუხაშვილი ამბობს, რომ ის გრძელვადიან პოლიტიკურ კარიერაზე არ ფიქრობს და იმ შემთხვევაში თუ პოლიტიკაში დაბრუნდება, ეს იქნება ერთჯერადი მონაწილეობა.

“მიუხედავად მწვავე კრიტიკისა, მქონდა პიროვნული ვალდებულება, არ მიმეღო მონაწილეობა მის წინააღმდეგ პოლიტიკურ პროექტში. კობახიძე, როგორც მმართველი პარტიის თავმჯდომარე არის აბსურდი და მაღალი სახელმწიფოებრივი რისკების სერიოზული ფაქტორი. შესაბამისად, ერთის მხრივ პირადი ვალდებულება ძალას კარგავს და მეორეს მხრივ ჩნდება ამ ტრაგიკომიკური სცენარის აღკვეთის საზოგადოებრივი ვალდებულება,” – წერს გია ხუხაშვილი სოციალურ ქსელში.

ახალი ამბები

საინტერესო ფაქტები