ჩაანაცვლებს თუ არა ივანიშვილს კობახიძე “ოცნების” აღმასრულებელი მდივნის პოსტზე | 11.01.2021

“ქართული ოცნების” შეფასებით, ოპოზიციის ერთპარტიული პარლამენტის სცენარი ჩაშლილია. განცხადება პარტიის ლიდერმა, ირაკლი კობახიძემ პარტიის ოფისში გამართულ  ბრიფინგზე გააკეთა და განმარტა, რომ საპარლამენტო საქმიანიობაში “ევროპელი სოციალისტების” ჩართვამ, რადიკალური ოპოზიციის გეგმები არია. კობახიძე განმარტავს, რომ ამ ფონზე პარლამენტის საბოტაჟის გაგრძელებამ საფუძველი დაკარგა.

“ქარული ოცნების” ოფისში გამართულ ბრიფინგზე ირაკლი კობახიძემ განმარტებები გააკეთა  არჩევნების შედეგების გადამოწმებაზეც. განმარტა, რომ საგამოძიებო კომისია თებერვლის პირველივე კვირაში შეიქმნება და მასში მონაწილეობას საერთაშორისო და ადგილობრივი  სადამკვირვებლო ორგანიზაციებიც მიიღებენ. მისივე თქმით, დაგეგმილია ელექტრონული ტექნოლოგიების დანერგვა და თითის ანაბეჭდით ამომრჩეველთა რეგისტრაციისთვის განკუთვნილი ტექნიკა, რაც მისივე განმარტებით, შედეგების დათვლისას ყოველგვარ შეცდომას გამორიცხავს.