ჩემი მისია შესრულებულია, პოლიტიკიდან მივდივარ ამაყი – ივანიშვილის 17-გვერდიანი წერილი | 11.01.2021

ბიძინა ივანიშვილი პარტია ქართულ ოცნებას ტოვებს და პოლიტიკიდანაც მიდის. ოლიგარქი აცხადებს, რომ ამჯერად საბოლოოდ ტოვებს პოლიტიკას, სრულად სცილდება მართვის სადავეებს და 2011 წლამდე კერძო ცხოვრების წესს უბრუნდება.  ამ გადაწყვეტილების შესახებ ივანიშვილმა საზოგადოებას ღია წერილით აცნობა, რომელშიც, ამბობს, რომ  მისია უკვე შეასრულა და პოლიტიკიდან ამაყი და გამარჯვებული მიდის.

მმართველი გუნდი დღეს არსებულ პოლიტიკურ აქტორებს შორის ყველა ნიშნით მართლაც საუკეთესო და უალტერნატივოა.  ვთვლი, რომ ჩემი მისია შესრულებულია. მივიღე გადაწყვეტილება, საბოლოოდ დავტოვო პოლიტიკა და სრულად ჩამოვცილდე მართვის სადავეებს. მე ვტოვებ როგორც პარტიის თავმჯდომარის პოსტს, ისე საკუთრივ პარტიასაც და ჩემს 2011 წლამდელ, კერძო ცხოვრების წესს ვუბრუნდებისულ რამდენიმე კვირაში სამოცდახუთი წელი შემისრულდება, ესეც ერთერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია პოლიტიკური საქმიანობის დასრულების გადაწყვეტილების მიღებისას. ახალგაზრდების წინ წამოწევით ნაკარნახევი ჩემი ეს ნაბიჯი არა მარტო არ შეასუსტებს, არამედ, მჯერა, კიდევ უფრო გააძლიერებს, და მოტივირებულს გახდის მმართველ პარტიას, გაამხნევებს ჩვენს მომხრეებს და უფრო ენერგიულს  გახდის ხელისუფლებას. პოლიტიკიდან მივდივარ ამაყი, გამარჯვებული და ხალხის მადლიერი.”

ბიძინა ივანიშვილი 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებს ქვეყნის ისტორიაში უპრეცენდენტოს, დემოკრატიულს და თავისუფალს უწდებს. “ქართული ოცნების” გამარჯვება კი მისი შეფასებით მოსალოდნელი და ლოგიკური იყო. ივანიშვილი 2012 წლის არჩევნებსაც იხსენებს და ამბობს, რომ “ქართულმა ოცნებამ” 2012 წელს ომში გაიმარჯვა და მოძალადე მმართველ გუნდს მიტაცებული ხელისუფლება იძულებით დაათმობინა.

“ქვეყნის ისტორიაში უპრეცედენტო რამ მოხდასამართლიანი და თანასწორი არჩევნების პირობებში მმართველმა პარტიამ ხალხისგან მესამე ვადით მართვის მანდატის მიღება შეძლო. ეს გამარჯვება ჩვენი ერთობლივი ძალისხმევის ყველაზე ნათელი, მკაფიო და უდავო აღიარებაა.  ჩემი შეფასებითამ არჩევნებმა ნათლად აჩვენა, რომ დასრულდა  ხალხის ნების სხვადასხვა გზით შეცვლის მრავალწლიანი პრაქტიკა. ჩვენმა საზოგადოებამ გაუძლო უპრეცედენტო საინფორმაციო სიყალბესა და ქაოსს და არჩევანი გააკეთა პოლიტიკური ძალის სასარგებლოდ, რომელიც არასოდეს უღალატებს იმ ღირებულებებს, რომლებმაც 2012 წელს გააერთიანა ჩვენი ერის უდიდესი ნაწილიშეგახსენებთ, რომ 2012 წლის საპარლამენტო არჩევნები იყო იმჟამინდელი ხელისუფლების მხრიდან ორგანიზებული ერთერთი ყველაზე უხეში ფალსიფიკაციის, ადამიანების დაშინების, მოსყიდვისა და პოლიტიკური ოპონენტების შევიწროების კლასიკური ნიმუში. დღეს, ზოგიერთები ურცხვად თავს იწონებენ, რომ თურმე მაშინ ხელისუფლების მშვიდობიანი გადაბარება მოხდა, რაც, როგორც ყოველთვის, სიცრუე და ცინიზმია. თუ ობიექტურად გავაანალიზებთ ქართული ოცნების” საარჩევნო წარმატებას, გადაჭარბების გარეშე შეიძლება ითქვას, რომ ის მოსალოდნელი და ლოგიკურია.”

17 გვერდიან ღია წერილში ბიძინა ივანიშვილმა  დიდი ადგილი ოპონენტების კრიტიკას და “ნაციონალური მოძრაობის”  9 წლიან მმართველობას დაუთმო.  ივანიშვილმა მწუხარება გამოთქვა იმის გამო, რომ კონსტრუქციული და სახელმწიფოებრივად მოაზროვნე ოპოზიციის ჩამოყალიბება და საინფორმაციო ველიდან სიცრუის გაქრობა ვერ შეძლო. ივანიშვილი ერთის მხრივ ამბობს, რომ “ქართული ოცნების” მმართველობის პირობებში მედია თავისუფალია, თუმცა, მეორეს მხრივ სწორედ მედიაა მისი განსაკუთრებული კირიტიკის მთავარი ადრესატი.

“დიახ, ჩვენ მოგვიწია ბოროტებასთან შეჯახება, რომელსაც რამდენიმე ადამიანი ცხრა წლის განმავლობაში მეთოდურად აშენებდა და ამყარებდა. დღეს ეს ბოროტება მნიშვნელოვნად შესუსტებულია, თუმცა მისი მავნე ზემოქმედება, სამწუხაროდ, ჯერ კიდევ იგრძნობა და მის მთავარ შემაკავებელ ძალად კვლავ ქართული ოცნება” რჩება. “ნაციონალური მოძრაობის” ცხრაწლიანიმოღვაწეობის” შედეგი, – ეს იყო ავტორიტარიზმი, შიშსა და წამებაზე დაფუძნებული დიქტატურა, მიტაცებული საჯარო სივრცე და ცრუ პროპაგანდა. წლები დასჭირდა მიტაცებულ არხებზე სამართლიანობის აღდგენას, თუმცა, სამწუხაროდ, სიცრუის მანქანა დღესაც მუშაობს, რადგან არსად გამქრალან არც პოლიტიკური შემკვეთი, სააკაშვილის სახით, და არც ამ შეკვეთის შემსრულებლები, მედიამენეჯერებად გადაკვალიფიცირებული პარტიული ფუნქციონერებისა და ჟურნალისტების სახით. ძალიან გულდასაწყვეტია პოლიტიკურად გაკოტრებული პარტიის სამსახურში ჩამდგარი ზოგიერთი მედიასაშუალების ხილვა, რომელთაც სრულიად დაკარგეს მედიის შინაარსი, ფუნქცია და ელემენტარული სტანდარტის შეგრძნება. სამწუხაროა, რომ ამ ფერხულში, პარტიულ ჟურნალისტებთან ერთად, ექსპერტებად წოდებული პერსონებიც განსაკუთრებული ენთუზიაზმით არიან ჩაბმული, რომლებიც სათანადო პროფესიული ცოდნის არქონის ფონზე და ანგარების მოტივით, პოლიტიკური ოპოზიციის მხარდამჭერ სპიკერებად ჩამოყალიბდნენ. ჩემი პოლიტიკური საქმიანობის დასასრულს, ერთერთი, რაც საფიქრებლად და დარდად მიმყვება, არის ის, რომ ქვეყანაში ჯერ კიდევ ვერ ჩამოყალიბდა სახელმწიფოებრივად მოაზროვნე და  პასუხისმგებლობის მქონე ოპოზიცია, რომელიც მინიმალურად მაინც დააკმაყოფილებდა ევროპული საპარლამენტო დემოკრატიისთვის დამახასიათებელ სტანდარტებს. ვტოვებ პოლიტიკას იმ იმედით, რომ დღევანდელი ოპოზიციის ის  ნაწილიც დარწმუნდება, ვინც პოლიტიკური ნების უქონლობით, გამოუცდელობით თუ უხერხემლობით, ბოროტებისა და მისი მთავარი შემოქმედების გავლენის ქვეშ მოექცა. დარწმუნებული ვარ, ეს პარტიები აცნობიერებენ მათი ახლანდელი პოზიციის უპერსპექტივობას და თავს დააღწევენ ამ გავლენას.” 

ღია წერილში ივანიშვილი “ქართული ოცნების” მიღწევებზე საუბრობს,  მთავარ პრობლემად კი სიღარიბეს ასახელებს. ამბობ, რომ ხელისუფლებამ მაქსიმუმი გააკეთა, თუმცა ობიექტური მიზეზების გამო ეკონომიკური და სოციალური მიმართულებით ხარვეზები არსებობს. ივანიშვილი ბოდიშს უხდის ყველას, ვინც მისგან უფრო მეტს ელოდა.

“გულწრფელი ბოდიში მინდა მოვუხადო მათ, ვინც მეტს ელოდა ჩვენგან, ეკონომიკური მდგომარეობის უფრო სწრაფ გაუმჯობესებას ელოდა და იმედი გაუცრუვდა. კარგად მესმის, რომ წარმატებების მიუხედავადჩვენი ქვეყნის მთავარ გამოწვევად და პრობლემად ჯერ კიდევ დაუძლეველი სიღარიბე რჩება. ჯერ კიდევ ბევრია გაჭირვებაში მყოფი ოჯახი, რომელთა ყოფა გლობალურმა პანდემიამ კიდევ უფრო დაამძიმა. უამრავ ჩვენს თანამოქალაქეს უდიდესი გარჯა უწევს იმისთვისრომ ნორმალურად გამოკვებოს ოჯახი, იზრუნოს შვილების ხარისხიან განათლებაზე, ჰქონდეს ცხოვრების ღირსეული პირობები. დიახ, სიღარიბე ობიექტური რეალობაა, რომელსაც მე გულისტკივილით ვუსწორებ თვალს. მაგრამ ვერ მივიღებ იმ ბრალდებას, რომ სიღარიბე, რომელიც მემკვიდრეობით გვერგო, ქართული ოცნების” მმართველობის შედეგია. დემოკრატიის კანონზომიერება ისეთია, რომ აუცილებლად გამოჩნდება კეთილსინდისიერი პოლიტიკური ძალა, რომელიც განათლებით, ქვეყნის გაძღოლის უკეთესი უნარითა და ინტელექტუალური პოტენციალით აჯობებს “ქართულ ოცნებას” და ამ უკანასკნელს მოუწევს ოპოზიციაში გადანაცვლება. გაგიკვირდებათ და, ესაა ჩემი ყველაზე მნიშვნელოვანი სამომავლო ოცნება,” –  წერს ღია წერილში ბიძინა ივანიშვილი.

ახალი ამბები

საინტერესო ფაქტები