მიკროსაფინანსო ორგანზაციაზე თავდასხმაში ბრალდებულმა ნაფიც მსაჯულების სასამართლოზე უარი თქვა | 11.01.2021

მიკროსაფინანსო ორგანიზაციაზე თავდასხმის საქმეზე, მძევლად ხელში ჩაგდების ბრალდებით დაკავებულმა ლევან ზურაბაშვილმა ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს მიერ მისი საქმის განხილვაზე უარი განაცხადა.   დღევანდელ სასამართლო პროცესზე, რომელიც თბილისის საქალაქო სასამართლოში გაიმართა, ასევე გადაისინჯა დაკავებულის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა და ის კვლავ ძალაში დარჩა.

20 ნოემბერს,  მიკროსაფინანსო ორგანიზაციაში შეჭრილი პირი დეპუტატების პარლამენტში შესვლას,  აზარტული თამაშების აკრძალვას,  სესხების წლიურ 7%–ში გადატანას და მედიკამენტებზე ფასების დაწევას ითხოვდა. სასამართლო სხდომის პარალელურად ეზოში დღეს  სამოქალაქო აქტივისტებმა და ლევან ზურაბაშვილის მხარდაჭერებმა აქცია გამართეს.

ლევან ზურაბაშვილი 20 ნოემბერს, წერეთლის გამზირზე,  მიკროსაფინანსო ორგანიზაცია “ემბისის” ერთ-ერთ  ფილიალში შეიჭრა და 17 ადამიანი მძევლად აიყვანა. სამართალდამცავების მიერ რამდენიმესაათიანი მოლაპარაკებების შედეგად, ბრალდებულმა მძევლად აყვანილი ადამიანები ეტაპობრივად გაათავისუფლა. ბალისტიკური კვლევის მიხედვით დადგინდა, რომ ლევან ზურაბაშვილი შეიარაღებული ცეცხლსასროლი იარაღით არ ყოფილა,  შესაბამისად მას ეს მუხლი მოეხსნა. საგამოძიებო უწყება ბრალდებულა ორი ან მეტი პირის მძევლად ხელში ჩაგდებას ედავება.  დანაშაული, რომლის ჩადენასაც 31 წლის მამაკაცს ედავებიან, 9-დან 14-წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ახალი ამბები

საინტერესო ფაქტები