ბიძინა ივანიშვილისთვის სანქციების დაწესება – ნათელაშვილის მიმართვა საერთაშორისო პარტნიორებს | 08.01.2021

არჩევნების არალეგიტიმურად გამოცხადება და ბიძინა ივანიშვილისთვის სანქციების დაწესება – ეს იმ მოთხოვნათა ერთი ნაწილია, რომლითაც “ლეიბორისტული პარტიის” ლიდერმა საერთაშორისო პარტნიორებს მიმართა. შალვა ნათელაშვილი მის ოფიციალურ განცხადებაში წერს, რომ არჩევნების ტოტალური გაყალბებისა და ოპონენტების დევნის ფონზე აუცილებელია ქვეყანაში ვადამდელი არჩევნები დაინიშნოს, ამ პროცესში კი საქართველოს თანამეგობრობის ჩართულობა გადამწყვეტია.

სანამ საერთაშორისო ინსიტუტები პირველი ლეიბორისტის წერილს წაიკითხავენ, ოპოზიცია და ხელისუფლება ისევ მეხუთე რაუნდის პერსპექტივაზე მსჯელობენ. ოპოზიციაში ამბობენ, რომ დიალოგის მომდევნო რაუნდის ბედი მთლიანად ხელისუფლებაზეა დამოკიდებული, რადგან არჩევანი ახლა მათ ხელშია – აღმოიფხვრება თუ არა ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი.