პოლიციამ ბარი „სახელოსნო“ დახურა. დაწესებული რეგულაციის განმეორებით დარღვევა გახდა | 07.01.2021

პოლიციამ ბარი „სახელოსნო“ დახურა. მიზეზი კოვიდ-19 -ის წინააღმდეგ ბრძოლის მიზნით დაწესებული რეგულაციის განმეორებით დარღვევა გახდა. ირკვევა, რომ  კოტე აფხაზის ქუჩაზე მდებარე ბარი ადმინისტრაციული სახდელის დაკისრების მიუხედავად, კვლავ განაგრძობდა მთავრობის დადგენილებით აკრძალულ ეკონომიკურ საქმიანობას და მოქალაქეები აღნიშნულ ობიექტზე 21:00 საათის შემდეგაც იმყოფებოდნენ. საქმეზე გრძელდება ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებები. შეგახსენებთ, რომ იზოლაციისა და კარანტინის წესის დარღვევა იწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 2 000 ლარით, ხოლო იურიდიული პირის – 10 000 ლარის ოდენობით. სამართალდარღვევის განმეორებითი გამოვლენა კი სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას ითვალისწინებს.