მზად ვარ კრიტიკისთვის – ნინო ანანიაშვილი ნოვოსიბირსკის თეატრის საბალეტო დასს უხელმძღვანელებს | 07.01.2021

ნინო ანანიაშვილი ნოვოსიბირსკის თეატრის საბალეტო დასს უხელმძღვანელებს. პარალელურად ის ქართული საბალეტო დასის ხელმძღვანელადაც დარჩება.  ანანიაშვილი გადაწყვეტილებას პანდემიის გამო შექმნილი ფინანსური მდგომარეობით ხსნის. გადაწყვეტილების მიზეზებსა და სამომავლო გეგმებზე ქართველმა პრიმა ბალერინამ რადიო თავისუფლებასთან ინტერვიუში ისაუბრა. ანანიაშვილის თქმით,  კრიტიკისთვის მზად არის. პრიმა ბალერინა განმარტავს, რომ მისი გადაწყვეტილება და “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარეობიდან გრიგოლ ვაშაძის წასვლა ერთმანეთთან კავშირში არ არის და ამბობს, რომ მისი გადაწყვეტილება გრიგოლ ვაშაძეს სულაც არ გახარებია.

“რთული გადაწყვეტილება იყო და სულ არ გახარებია. ჯერ ერთი იმიტომ, რომ სახლში ნაკლებად ვიქნები. უბრალოდ, ჩვენ გაყოფილი გვაქვს სფეროებიმე არასოდეს ვერევი პოლიტიკაში, ის თავად იღებს თავის პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს და ხანდახან არც ვარ საქმის კურსში. ეს კი ჩემი ცხოვრებაა დღეს, ჩემი სფეროა, ჩემი პროფესია და ხელოვნებაეს არის თანამდებობა, რომელიც მავალდებულებს შევქმნა განვითარების გეგმა, შევადგინო რეპერტუარი და .. ეს არის აბსოლუტურად შემოქმედებითი სამუშაო. მარტში ერთი წელი გახდება რაც დაკეტილები ვართ და ისევ არ ვიცით, გავიხსნებით თუ არა. შვიდი გასტროლი გაგვიუქმდა. არც ის ვიცით, როგორი ფინანსური პრობლემები გველის წინ, მაგრამ ნამდვილად რომ გვექნება, ეს ცხადია. ამიტომ გამოსავალი ვიპოვე ასეთ თანამშრომლობაში.  მე არ ვტოვებ დასს, აქ ვრჩები და ვფიქრობ, რომ ეს შესაძლებლობა მე უფრო მეტ საშუალებას მომცემს, რომ საერთაშორისო ასპარეზზე კიდევ უფრო მეტი ყურადღება მოვიზიდო ჩემს მიმართ და საქართველოს დასის მიმართ. ამ თეატრში სპექტაკლებს დგამს ძალიან ცნობილი ქორეოგრაფი ნაჩო დუატო. დღემდე ვერაფრით მოვახერხე მისი საქართველოში წამოყვანა. ახლამე მექნება შესაძლებლობა დუატოს სპექტაკლი დავდგათ საქართველოში,” – განახადა ანანიაშვილმა.

ნინო ანანიაშვილის გადაწყვეტილება მიუღებელია ოპოზიცისიისთვის. ხელუსფლების ოპონენტები ამბობენ, რომ იმ ფონზე როდესაც რუსეთს საქართველოს ტერიტორიები ოკუპირებული აქვს, პრიმა ბალერინას გადაწყვეტილებას მისთვის შეუფერებელს უწოდებენ. მათი განცხადებით, დიდი ბალერინა ყოველთვის სახელმწიფოებრივად მოაზროვნესა და კარგ მოქალაქეს არ ნიშნავს.

ახალი ამბები

საინტერესო ფაქტები