ივერი მელაშვილი ციხიდან წერილს ავრცელებს და ბიძინა ივანიშვილს მიმართავს | 07.01.2021

ახალი წლის მისალოცი წერილი ციხიდან. ე.წ. კარტოგრაფების საქმეზე დაკავებული  ივერი მელაშვილი პენიტენციური დაწესებულებიდან  წერილს ავრცელებს და “ქართული ოცნების” თავმჯდომარეს ბიძინა ივანიშვილს მიმართავს. ვრცელ წერილში  პატიმარი  წერს, რომ მან პირადად გამოსცადა ივანიშვილის მთავრობისა და მართლმსაჯულების უსამართლობა. მელაშვილი მიიჩნევს, რომ ქვეყანაში ყველა სახელმწიფო უწყება და ინსტიტუცია ერთი კაცის ნებას ემორჩილება.  გახმაურებული საქმის ბრალდებული ფიქრობს, რომ კარტოგრაფების საქმე ორ მიზანს ემსახურება: წინასაარჩევნო ტრიუკის ჩატარებას და საქართველოს პარტნიორ ქვეყანასთან ურთიერთობების გაფუჭებას რუსეთის საამებლად.

“ჩემს წილად საკუთარ მაგალითზე გამოვცადე თქვენი მთავრობისა და მართლმსაჯულების უსამართლობაამიტომაც ვზივარ ციხეში. ჩემს წინააღმდეგ აღძრული საქმე ემსახურება ორ მიზანს: წინასაარჩევნო ტრიუკის ჩატარებას, პოლიტიკური ოპონენტების გასაშავებლად, ბინძური და უღირსი მეთოდით და საქართველოს პარტნიორ ქვეყანასთან ურთიერთობების გაფუჭებას, ჩვენი მტრისრუსეთის ფედერაციის საამებლად. არ მგონია, რომ ჩემი მოლოცვა მნიშვნელოვანი იყოს თქვენთვის, მაგრამ მაინც მინდა გისურვოთ, რომ მალე, მოესწროთ ყოველივეს, რასაც იმსახურებთ: სიკეთისთვისსიკეთეს, მადლისთვისმადლს, სიყალბისთვისსიყალბეს, ბოროტებისთვისბოროტებას, სიძულვილისთვისსიძულვილსა და რისხვას და .. ვულოცავ დამდეგ ახალ წელს საღად მოაზროვნე საზოგადოებას, ოპოზიციურ პარტიებსა და ოპოზიციურად განწყობილ მასმედიის საშუალებებს, არასამთავრობო ორგანიზაციებს, სხვადასხვა გაერთიანებებსა და კავშირებს. ვულოცავ ახალ წელს მის უდიდებულესობა ქართველ ხალხს. ხალხო, ეს ქვეყანა ჩვენია, სხვა სამშობლო ჩვენ არ გვაქვს, ჩვენ ვართ მთავარი გადამწყვეტი იმისა, თუ როგორი მომავალი უნდა გვქონდეს ჩვენც, ჩვენს შვილებსა და შვილიშვილებს, ჩვენ უნდა ვუკარნახოთ და მოვთხოვოთ მთავრობას, თუ როგორ გარემოში გვსურს ცხოვრებაცივილიზირებულ გარემოში, თუ დაჩაჩანაკებულ, გაღარიბებულ და უპერსპექტივო გარემოში. განვითარება, ცივილიზაცია, მატერიალური სიუხვე და უსაფრთხოება დასავლეთის მიმართულებისკენ სვლა, მათი ღირებულებების გათავისებასა და განვითარებისკენ სწრაფვაში. გვატყუებენ ისინი, ვინც რუსული ორიენტაციისკენ გვიბიძგებენ,“- წერს ივერი მელაშვილი.

ივერი  მელაშვილი და ნატალია  ილიჩოვა 7 ოქტომბერს დააკავეს.   პროკურატურის ინფორმაციით, მათ ბრალად უცხო ქვეყნისათვის საქართველოს ტერიტორიის ნაწილის გადაცემისაკენ მიმართული მოქმედება ედებათ. პროკურატურის ინფორმაციით, ექსპერტიზის დასკვნით დადგინდა, რომ ბრალდებულები საზღვრების დელიმიტაციის პროცესში ხელმძღვანელობდნენ 1970-80-იან წლებში გამოცემულ რუკებზე დატანილი საზღვრის ხაზებით, რაც არსებითად ეწინააღმდეგება ჩვენი ქვეყნის ისტორიულ საზღვარს, მათ შორის დავით გარეჯთან მიმართებაში.   ბრალის დამტკიცების შემთხვევაში ილიჩოვასა და მელაშვილს 10-დან 15 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.

ახალი ამბები

საინტერესო ფაქტები