“რესტორატორთა ასოციაცია” რესტორნებისთვის დაწესებული შეზღუდვების ორი კვირით ადრე მოხსნას ითხოვს | 06.01.2021

“რესტორატორთა ასოციაცია” მთავრობისგან რესტორნებისთვის დაწესებული შეზღუდვების ორი კვირით ადრე მოხსნას ითხოვს. როგორც ასოციაციის ხელმძღვანელმა, შოთა ბურჯანაძემ  დღეს გამართულ ბრიფინგზე თქვა, ბიზნესის გადასარჩენად რესტორნები 16 იანვრიდან, მოლებისა და საზოგადოებრივი ტრანსპორტის ამუშავებასთან ერთად უნდა გაიხსნას. მისი გათვლებით, ფინანსური დანაკარგების გამო, თებერვლის დასაწყისში  რესტორნების მხოლოდ 10% შეძლებს მუშაობის გაგრძელებას.  ბურჯანაძე ამბობს, რომ ამ სფეროში, დღევანდელი მდგომარეობით, მინიმუმ 120 ათასი ადამიანია უმუშევარი. რესტორნები პანდემიის მეორე ტალღის გამო 28 ნოემბრიდან დაკეტილია და  მათ მხოლოდ “მიტანის სერვისით” მუშაობა შეუძლიათ.