ბრიტანეთში კოვიდგანგაშის სისტემის მე-5 დონე ამოქმედდაა – ეპდსიტუაცია მსოფლიოში | 05.01.2020

კორონაპანდემიის გამო დღეიდან  ბრიტანეთში კოვიდგანგაშის სისტემის მეხუთე დონე ამოქმედდაა  და საყოველთაო კარანტინი გამოაცხადა. იხურება სკოლები, ყველა სახის სავაჭრო ობიექტი, გამაჯანსაღებელი და გასართობი ცენტრები. რესტორნები კი მომხმარებლებს მხოლოდ გატანის სერვისით მოემსახურებიან. პრემიერ-მინისტრმა ბორის ჯონსონმა მოსახლეობას სიტყვით მიმართა და მოქალაქეებს სახლში დარჩენა ურჩია.  კოვიდგანგაშის სისტემის მეხუთე დონის ამოქმდების გამო, განცხადება  გაავრცელა დიდ ბრიტანეთში საქართველოს საელჩომაც და საქართველოს მოქალაქეებს რეკომენდაციების დაცვა ურჩია.

კორონავირუსით დაინფიცირებული პაციენტების რაოდენობით გაერთიანებულმა სამეფომ საფრანგეთს გაუსწრო და  ევროპის კონტინენტზე პირველ ადგილზე იმყოფება. ამჟამად ბრიტანეთში ინფიცირებულ პაციენტთა რაოდენობა 2 713 000-ს აღემატება, გარდაცვლილთა რიცხვი კი, 75 431-ს შეადგენს.

კორონავირუსის გამო შობის დღესასწაულის პერიოდში დაწესებული შეზღუდვები 15 იანვრამდე გაახანგრძლივა იტალიამ. იკრძალება რეგიონებს შორის მოგზაურობა ბარები და რესტორნები დაკეტილი იქნება და მხოლოდ ე.წ. გატანის სერვისით მუშაობის ნებართვა ექნებათ. სკოლები 11 იანვარს გაიხსნება. ბოლო მონაცემებით, იტალიაში კორონავირუსით, საერთო ჯამში, 2 166 224 ადამიანი დაინფიცირდა, აქედან ვირუსს 75 680 პაციენტის სიცოცხლე ემსხვერპლა.

კორონავირუსის 11 897 ახალი შემთხვევა დადასტურდა გერმანიაშიქვეყანაში ვირუსს კიდევ 944 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. გერმანიაში დეკემბრის შუა რიცხვებიდან შეზღუდვები გამკაცრებულია. ქვეყანაში დახურულია ბარები, რესტორნები, გასართობი დაწესებულებები, სკოლები, საბავშვო ბაღები და მაღაზიების დიდი ნაწილი. შეზღუდვები 10 იანვრამდე მოქმედებს, თუმცა, გუშინ გერმანულმა მედიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ქვეყნის მთავრობა და 16 ფედერალური რეგიონი “ლოქდაუნის” 31 იანვრამდე გახანგრძლივებაზე შეთანხმდნენ.

11 იანვრამდე კარანტინის რეჟიმი მოქმედებს მეზობელ სომხეთში. გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 324 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. რაც შეეხება რუსეთს, ქვეყანაში კორონავირუსის 24 246 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და 518 ადამიანი გარდაიცვალა. რუსული მედია წერს, რომ  რუსეთის პრეზიდეტმა და გერმანიის კანცლერმა სატელეფონო საუბრისას კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის ერთობლივად წარმოების საკითხი განიხილეს.

კორონასტატისტიკასი კვლავ ამერიკის შეერთებული სტატები ლიდერობს. გასული დღე-ღამის განმავლობაში, ვირუსის 180 477 ახალი შემთხვევა დადასტურდა და 1 903 ადამიანი გარდაიცვალა. შტატებში კორონავირუსის წინააღმდეგ მოსახლეობის ვაქცინაციის პროგრამა ხორციელდება, რომლის ფარგლებშიც, ამ დრომდე, 4 მილიონზე მეტი ადამიანია აცრილი.

მსოფლიოში კორონავირუსით დაინფიცირებულების საერთო რაოდენობამ 86 მილიონს გადააჭარბა, გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა კი 61 მილიონს აჭარბებს. კორონავირუსით ინფიცირებულების რაოდენობით აშშ ლიდერობს, მეორე ადგილს ინდოეთი იკავებს, მესამეს – ბრაზილია, მეოთხეს – რუსეთი, მეხუთეზე კი – საფრანგეთია.

ახალი ამბები

საინტერესო ფაქტები