საქართველოში კორონავირუსის ახალი, ე.წ. ბრიტანული შტამი დადასტურდა | 04.01.2021

საქართველოში კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობა ისევ მაღალია. ბოლო 24 საათში COVID-19-ს კიდევ 25 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა და საერთო ჯამში ვირუსით გარდაცვლილთა რაოდენობა 2628-მდე გაიზარდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსის 594 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა და COVID-19-ის დადასტურებული შემტხვევების რიცხვმა 229 763-ს მიაღწია. ინფიცირების მაჩვენებლით პირველ ადგილზე ისევ დედაქალაქია. თბილისში კორონავირუსის 226 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, მეორე ადგილზე 87  შემთხვევით იმერეთია, მესამე ადგილზე კი აჭარა, სადაც  რამდენიმე დღეა ინფიცირების მაჩვენებელმა იკლო. საქართველოში კორონავირუსისგან კიდევ 1963 პაციენტი განიკურნა და გამოჯანმრთელებულთა საერთო რაოდენობა 222 405 გახდა.

ახალი ამბები

საინტერესო ფაქტები