ტაქსის მძღოლებს კორონავირუსზე ტესტირება უფასოდ ჩაუტარდებათ – კახი კალაძის ანგარიში | 30.12.2020

ტაქსის მძღოლებს კორონავირუსზე ტესტირება უფასოდ ჩაუტარდებათ. დედაქალაქის მერის  განმარტებით, შესაბამის შეტყობინებას დაახლოებით 18 ათასი ტაქსის მძღოლი sms-ის სახით მიიღებს. მათ მიეწოდებათ ასევე ინფორმაცია, თუ სად შეეძლებათ PCR ტესტების ჩატარება.

განცხადება კახა კალაძემ 2020 წლის დედაქალაქის მთავრობის ბოლო სხდომაზე გააკეთა.  მერმა კორონაპანდემიის პირობებში,  საზოგადოებრივი ტრანსპორტის პროექტზე ისაუბრა და თქვა, რომ მომავალი წლიდან  მოქალაქეებს საზოგადოებრივი ტრანსპორტი  განახლებული დახვდებათ. მერის ინფორმაციით, მზგავრობის საფასურის გადახდისთვის, მიმდინარეობს  ინტეგრირებული სისტემის დანერგვაც.

მეერიის საქმიანობის შეჯამების შემდეგ კახა კალაძემ 2021 წელს დაგეგმილ პროექტებზეც ისაუბა. მან მომავლი წლიდან ბუკიას ბაღის სრული რეაბილიტაცია დაანონსა და ამისთვის მომზადება შესაბამისს უწყებებს უკვე დაავალა.

ახალი ამბები

საინტერესო ფაქტები