დღეს 21:00 სთ-დან დილის 05:00 -მდე გადაადგილების შეზღუდვა გამონაკლისის სახით მოიხსნება | 31.12.2020

დღეს, 21:00 საათიდან დილის 05:00 საათამდე დაწესებული გადაადგილების შეზღუდვა გამონაკლისის სახით მოიხსნება.  ახალი წლის ღამეს გადაადგილების შეზღუდვა მოხსნილია როგორც ქვეითად, ისე ავტომობილით მოსიარულეთათვის. მთელი ქვეყნის მასშტაბით საღამოს ცხრიდან დილის ხუთ საათამდე გადაადგილების შეზღუდვა კვლავ ძალაშია, ახალი წლისა და შობის ღამეები კი გამონაკლისს წარმოადგენს. თუმცა, გამნაკლლისის მიუხედავად საკოორდინაციო საბჭო მოსახლეობას მოუწოდებს, ინფიცირების რისკის თავიდან ასაცილებლად, დღესასწაული ვიწრო ოჯახურ წრეში აღნიშნონ.

ახალი ამბები

საინტერესო ფაქტები