რა ჯდება საახალწლო სუფრა და როგორ ხვდება მოსახლეობა პანდემიის ფონზე ახალ 2021 წელს | 30.12.2020

რა ჯდება საახალწლო სუფრა და როგორ ხვდება მოსახლეობა  პანდემიის ფონზე ხალ 2021 წელს

ბაზარში ხალხის სიმრავლე შეინინება, თუმცა დახლები პროდუქტებით გადატვირთული არ არის.  პროდუქტების სიმცირე თვალსაჩინოა მყიდველების ჩანთებშიც.

ახალი წლის მოახლოებასთან ერთად, აგრარულ ბაზრებში პროდუქტების ფასები ტრადიციულად იზრდება  და მოსახლეობას საკვები პროდუქტების შეძენა გაორმაგებულ ფასად უწევს, თუმცა 2020 წელს სურათი შეცვლილია. კორონაპანდემიის გამო  შექმნილი კრიზისის  ფონზე – პროდუქტები კიდევ უფრო გაძვირებულია. ჩვენთან საუბარში მოვაჭრეები ამბობენ, რომ ბაზარში მისულ მოქალაქეებს პროდუქტის შესაძენათ თანხა არ ყოფნით.

იმისათვის, რომ ახალ წელს ოჯახს  ტრადიცული საახალწლო სუფრა ქონდეს, საშუალოდ  300დ ან 400 ლარამდეა  საჭირო.  ეს თანხა მყიდველების დიდი ნაწილისთვის მაღალია.

საახალწლო სუფრის ღირებულება დათვალა ორგანიზაცია ISET-მაც. ირკვევა, რომ  სუფრის საშუალო ფასი 168  ლარია, რაც 4.2%-ით მაღალია 2019 წლის მაჩვენებელზე. ორგანიზაციის კვლევის მიხედვით ფასები განსაკუთრებით გაიზარდა იმპორტირებულ პროდუქტებზე.  2020 წელს მოქალაქეებს განსაკუთრებით  გაუძვირდათ  ხორც-პროდუქტები და  რძის ნაწარმი. ასევე ბოსტნეული და ხილიც. ამის ფონზე, მოვაჭრეები ამბობენ, რომ შარშანდელთან შედარებით მომხმარებელთა რაოდენობა  თითქმის სამჯერ არის შემცირებული.

ახალი ამბები

საინტერესო ფაქტები