მაგთის კიდევ ერთი განახლებული მომსახურების ოფისი | 28.12.2020

“მაგთის”  კიდევ ერთი განახლებული მომსახურების ოფისი.  თბილისში, ჭავჭავაძის გამზირზე, უნივერსიტეტის პირდაპირ მდებარე მაგთის ოფისი, რომელიც განსაკუთრებული ხალხმრავლობით გამოირჩევა, განახლდა. პროცესი “მაგთიკომის” რებრენდინგს და ლოგოს ცვლილებას მოყვა. კომპანიაში ეტაპობრივად დაიწყო როგორც მომსახურების ოფისების ისე ციფრული არხების და სერვისების განახლება. “მაგთის” განახლებული ვებ გვერდი და მობილური აპლიკაცია უფრო მრავალფუნქციური გახდა. განახლებული აპლიკაცია MyMagti სხვადასხვა საკომუნიკაციო სერვისის – მობილური, ფიქსირებული ინტერნეტის, IP და სატელიტური ტელევიზიის – მარტივად მართვის საშუალებას იძლევა. ამ აპლიკაციით მომხმარებელს შეუძლია, ისარგებლოს მაგთის ახალი მობილური სერვისით “კოქტეილი”. რებრენდინგის ფარგლებში  მაგთის სლოგანი – “კავშირი თქვენს სამყაროსთან” უცვლელი დარჩა.

ახალი ამბები

საინტერესო ფაქტები