რიგების მიუხედავად, სავაჭრო ცენტრების გახსნის შემდეგ, არსებითი დარღვევები არ გამოვლენილა | 25.12.2020

რიგების მიუხედავად, სავაჭრო ცენტრების გახსნის შემდეგ,  არსებითი დარღვევები არ გამოვლენილა. ეკონომიკის და მდგრადი განვითარების მინისტრი სავაჭრო ინდუსტრიას გუშინდელი ორგანიზებულობის გამო მადლობას უხდის. ნათია თურნავა საზოგადოებას და სავაჭრო ცენტრებს მოუწოდებს,  რეგულაციები მკაცრად დაიცვან, განსაკუთრებით კი შაბათ-კვირას. მინისტრი  ასევე სავაჭრო ქსელებს მიმართავს, რეგულაციების შესრულებაზე მკაცრი კონტროლი გაგრძელდეს. პანდემიის ფონზე დაწესებული რეგულაციების დასაცავად, მკაცრ მონიტორინგს ხელისუფლებაც უზრუნველყოფს.  საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით მოლებმა მუშაობა 24 დეკემბერს განაახლეს. 20კვ მეტრზე დასაშვებია მხოლოდ ერთი ადამიანის შესვლა.